დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 50 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.019114 |
|
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები: „ღ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი გაციებული, გაყინული ან მომზადებული ბაყაყის ფეხების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №23); ყ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი გაციებული, გაყინული, ნიჟარიანი, მომზადებული, გამზადებული ან დაკონსერვებული ლოკოკინების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №24); შ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №25); ჩ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №26); ც) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №27); ძ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №28); წ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №29).“. 2. დადგენილებას დაემატოს №23, №24, №25, №26, №27, №28 და №29 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები