სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ

სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019115
51
02/02/2016
ვებგვერდი, 05/02/2016
040030000.10.003.019115
სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2016 წლის 2 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტის გამცემად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი