დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019112 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი: „ქ) სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების მშენებლობის, რემონტის და საავარიო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, აგრეთვე შესყიდული საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი.“; ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი: უ.ა) ახორციელებს სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების მშენებლობის, კაპიტალური რემონტის და საავარიო სამუშაოების ზედამხედველობას; უ.ბ) განსაზღვრავს შესყიდული საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების ხარისხობრივ შესაბამისობას სათანადო ხელშეკრულების პირობებთან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 15 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები