„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110010.10.003.019107
43
02/02/2016
ვებგვერდი, 04/02/2016
010110010.10.003.019107
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2016 წლის 2 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2014, 010110010.10.003.017882) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის  მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში − ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება  ან  ეს მაჩვენებელი არ აღემატება 200-ს და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში − ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით, იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.  

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი