დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.10.003.019116 |
|
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 138-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის თანდართული წესი; ბ) სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის ფორმა (დანართი №1); გ) დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის ფორმა (დანართი №2).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური
ანგარიშის შედგენის წესი |
|
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო 1. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის (შემდგომში − ანგარიში) შედგენის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის როგორც სამართლებრივი, ისე დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს (შემდგომში − ზედამხედველობის ორგანო) მიერ ანგარიშის შედგენის წესს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს ორგანული კანონით − „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2. წესის მიზანი ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ანგარიშის შემადგენელი კომპონენტების, შინაარსისა და შედგენის წესის განსაზღვრა. მუხლი 3. ანგარიშის შემადგენელი კომპონენტები, შინაარსი და შედგენის წესი 1. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს ანგარიში (დანართი №1) უნდა შეიცავდეს: ა) სტატისტიკურ ინფორმაციას სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების შესახებ (ცხრილი №1.1-ის შესაბამისად); ბ) სტატისტიკურ ინფორმაციას სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელების შესახებ (ცხრილი №1.2-ის შესაბამისად); გ) სამართლებრივი ზედამხედველობის პროცესში გასაჩივრებული აქტების ჩამონათვალს და ინფორმაციას ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებზე (სარჩელზე) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის თაობაზე (ცხრილი №1.3-ის შესაბამისად). 2. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში (დანართი №2) უნდა შეიცავდეს: ა) სტატისტიკურ ინფორმაციას დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების, მათ შორის, გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თაობაზე (ცხრილი №2.1-ის შესაბამისად); ბ) სტატისტიკურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების ან განუხორციელებლობის, მასთან დაკავშირებული მითითებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ (ცხრილი №2.2-ის შესაბამისად); გ) დარგობრივი ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული და გაუქმებული აქტების ჩამონათვალს და ინფორმაციას ზედამხედველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის შესახებ (ცხრილი №2.3.1 და 2.3.2-ის შესაბამისად). 3. ზედამხედველობის სახის შესაბამისად, ანგარიშის შედგენა ხდება ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიხედვით. 4. ანგარიში დგება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული ცხრილების შესაბამისად. მუხლი 4. ანგარიშის გამოქვეყნების წესი 1. ზედამხედველობის ორგანოს ანგარიში საჯაროა. 2. ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, ყოველი წლის 1 თებერვლამდე შეადგინოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. 3. კალენდარულ წლად ითვლება დროის მონაკვეთი წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილება ჩამოერთვა კალენდარული წლის განმავლობაში, მისთვის საანგარიშო პერიოდად ითვლება დროის მონაკვეთი შესაბამისი წლის 1 იანვრიდან მისთვის სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილების ჩამორთმევის დღემდე, ხოლო, თუ ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილება გადაეცა კალენდარული წლის განმავლობაში, მისთვის საანგარიშო პერიოდად ითვლება დროის მონაკვეთი შესაბამისი უფლებამოსილების გადაცემის დღიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 4. ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, ანგარიშის შედგენიდან 15 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
დანართი №1
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში (საანგარიშო პერიოდი - 201... წელი) ცხრილი №1.1 სტატისტიკური ინფორმაცია სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების შესახებ
ცხრილი №1.2 სტატისტიკური ინფორმაცია სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელების შესახებ
ცხრილი №1.3 სამართლებრივი ზედამხედველობის პროცესში გასაჩივრებული აქტების ჩამონათვალი და ინფორმაცია ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებზე (სარჩელზე) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე
დანართი №2 დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში (საანგარიშო პერიოდი - 201... წელი) ცხრილი №2.1
სტატისტიკური ინფორმაცია დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების შესახებ
ცხრილი №2.2
სტატისტიკური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების ან განუხორციელებლობის, მასთან დაკავშირებული მითითებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ
ცხრილი №2.3.1 დარგობრივი ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული და გაუქმებული აქტების ჩამონათვალი
ცხრილი №2.3.2
ინფორმაცია ზედამხედველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები