დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.019113 |
|
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში (სსმ, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; სსიპ − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი, კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები