გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 200250000.35.166.016256
7
01/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
200250000.35.166.016256
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველის პუნქტის, „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით  გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლისა და ამავე დადგენილების  მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს პრივატიზების მიზნით, პირობის გარეშე გამოცხადებულ, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად. 
მუხლი 2
  დამტკიცდეს პრივატიზების მიზნით, პირობით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი  №2-ის შესაბამისად. 
მუხლი 3
  დამტკიცდეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი №3-ის  შესაბამისად. 
მუხლი 4
 დამტკიცდეს პრივატიზების მიზნით, პირობის გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის  ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა დანართი №4-ის  შესაბამისად.
მუხლი 5
 დამტკიცდეს პრივატიზების მიზნით პირობით გამოცხადებულ ელექტრონული აუქციონში გამარჯვებულის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა  დანართი №5-ის შესაბამისად. 
მუხლი 6
დამტკიცდეს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით პირობის გარეშე გამოცხადებულ ელექტრონული აუქციონში გამარჯვების  დამადასტურებელი ოქმის ფორმა  დანართი №6-ის შესაბამისად. 
მუხლი 7
 დამტკიცდეს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით პირობიან ელექტრონული აუქციონში გამარჯვების  დამადასტურებელი ოქმის ფორმა  დანართი №7-ის შესაბამისად.
მუხლი 8
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და პირობიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 9თებერვლის  №9 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 22/02/2011 200250000.35.166.016031) .
მუხლი 9
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი