ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 იანვრის №5 დადგენილებაში „საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016376
5
01/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
190040000.35.143.016376
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 იანვრის №5 დადგენილებაში „საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლის 1 თებერვალი

ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 იანვრის №5 დადგენილებაში ,,საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის  ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 იანვრის №5 დადგენილებაში ,,საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ (www. matsne.gov.ge, 20.01.2015წ., 190040000.35.143.016314) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების და ნაკრები გუნდების, სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი №1 შეიცვალოს ახალი №1 დანართით და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი თან ერთვის) .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე

 დანართი №1
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  „სკოლისგარეშე სასპორტო  საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების და ნაკრები გუნდების, სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“

მუხლი 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი  არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის  სპორტსმენების და ნაკრები გუნდების  სპორტულ ღონისძიებებზე  მივლინებისას კვების თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი  არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის  სპორტსმენების და ნაკრები გუნდების  სპორტულ ღონისძიებებზე  მივლინებისას კვების თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.

მუხლი 2
საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების და ნაკრები გუნდების სპორტულ ღონისძიებებზე  მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა.

2.1. დაფინანსება ხორციელდება ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით.

მუხლი 3
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების და ნაკრები გუნდების კვებისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მუხლი 4
რეგიონულ და რესპუბლიკურ სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის  ოდენობა სპორტსმენზე შეადგენს 12 ლარს.
მუხლი 5
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების და ნაკრები გუნდების კვებისათვის საჭირო თანხის გადარიცხვა მოხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ანგარიშზე, სკოლის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მუხლი 6
ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით პასუხისმგებელი პირი (სასპორტო სკოლის დირექტორის ბრძანებით პასუხისმგებელ პირად ინიშნება სასპორტო სკოლის სპეციალისტი შესაბამის სახეობებში, რომელიც უზრუნველყოფს შეჯიბრებებზე მივლენილი სპორტსმენების ტრანსპორტირებას, კვებას და ღამისთევას.  პასუხისმგებელი პირი ვალდებულია არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლას  წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მუხლი 7
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტიდან  გამოყოფილი თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.