დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ი. ქავთარაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2726 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020738 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №83
201 6 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„ი. ქავთარაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2726 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ი. ქავთარაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2726 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი. ქავთარაძისა და მ. სარჯველაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირმა ქავთარაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები