დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და სს „საპარტნიორო ფონდს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020725 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №70
2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სს „საპარტნიორო ფონდს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „საპარტნიორო ფონდს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებაზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს − დიმიტრი ქუმსიშვილს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები