დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ - თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული ინგლისური ენის სასწავლო კურსის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020722 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №67
2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული ინგლისური ენის სასწავლო კურსის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − შორის თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული ინგლისური ენის სასწავლო კურსის სახელმწიფო შესყიდვები სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისგან განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები