ა(ა)იპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისთვის (ს/ნ: 402019917) უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტი) გადაცემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020720
  • Word
65
18/01/2016
ვებგვერდი, 08/02/2016
000000000.00.003.020720
ა(ა)იპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისთვის (ს/ნ: 402019917) უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტი) გადაცემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №65

201 6 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისთვის (ს/ნ: 402019917)  უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტი) გადაცემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ა(ა)იპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს (ს/ნ: 402019917), უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტი), პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ვადით, გადასცეს ქ. თბილისში, თემქის დასახლებაში, მე-11 მიკრორაიონის მე-3 კვარტალში, ნაკვეთ 01/10-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მიმაგრებული №1, №2 და №3 შენობა-ნაგებობები (ს/კ: 72.13.42.224).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად საქმიანობასთან ერთად,  ა(ა)იპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს მიეცეს უფლება, დამფუძნებელთა კრების თანხმობით გადაცემული უძრავი ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია სცილდებოდეს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს.

პრემიერ-მინისტრი       გიორგი კვირიკაშვილი