სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლონდონისათვის“ სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლონდონისათვის“ სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020719
  • Word
64
18/01/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
000000000.00.003.020719
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლონდონისათვის“ სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №64

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლონდონისათვის“ სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ლონდონს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №406155547) სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 716 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი − №01.16.01.005.153), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) წლის ვადით, აღნაგობის წლიური საზღაურით, 4632 (ოთხი ათას ექვსას ოცდათორმეტი) ლარად.

 2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) აღნაგობის წლიური საზღაურის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, ყოველი სარგებლობის წლის პირველი თვის ბოლოს;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ბ.ა) წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე სავაჭრო ობიექტ(ებ)ის მშენებლობა, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სავაჭრო ობიექტ(ებ)ში არანაკლებ 18 (თვრამეტი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით;

დ) წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე აღმართული შენობა-ნაგებობ(ებ)ის სახელმწიფოსათვის საკუთრების უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა. ამასთან, აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ შენობა-ნაგებობაზე/ნაგებობებზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.

3.  შპს „ლონდონი“ ვალდებულია, წინამდებარე განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ლონდონი“ ვერ შეძლებს, მოიპოვოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მშენებლობის ნებართვა, წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში და ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობები უქმდება.

5. ამ განკარგულების მე-6 პუნქტის საფუძველზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება წყდება მესაკუთრის მიერ ცალმხრივად, აღნაგობის უფლების მქონე პირისათვის წინასწარი 3-თვიანი (სამთვიანი) ვადის დაცვით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. ამასთან, ამ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯები მესაკუთრის მიერ არ ანაზღაურდება.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი              გიორგი კვირიკაშვილი