შპს „საგურამო ენერჯისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
შპს „საგურამო ენერჯისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020713
  • Word
58
18/01/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
000000000.00.003.020713
შპს „საგურამო ენერჯისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №58

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი                        

შპს „საგურამო ენერჯისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საგურამო ჰესთან“ მიმავალი წყალმომარაგების მილის საავარიო და სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული თბილისის ეროვნული პარკის (ს/კ: 72.06.10.138) ტრადიციული გამოყენების ზონაში მდებარე 10 307 კვ.მ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) ვადა შპს „საგურამო ენერჯის“ (ს/კ: 206337007) განესაზღვროს 49 წლით.

პრემიერ-მინისტრი                   გიორგი კვირიკაშვილი