შპს „ეკო ფიშ ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „ეკო ფიშ ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020712
  • Word
57
18/01/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
000000000.00.003.020712
შპს „ეკო ფიშ ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №57

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „ეკო ფიშ ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თევზსაშენი მეურნეობის მშენებლობის მიზნით, შპს „ეკო ფიშ ჯორჯია“, 3 თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (52 000 მ3 ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მითითებული X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

      X      

Y

1

736555

4631340

2

736556

4631344

3

736467

 4631362

4

736467

 4631365

5

736582

4631343

6

736668

4631356

7

736755

4631359

8

736809

4631362

9

736870

4631397

10

736923

4631371

11

736959

4631344

12

736949

4631340

13

736931

4631331

14

736922

4631324

15

736908

4631310

16

736881

4631309

17

736859

4631305

18

736819

4631297

19

736788

4631286

20

736762

4631269

21

736735

4631254

22

736714

4631248

23

736670

4631251

24

736624

4631257

25

736598

4631301

26

736555

4631332

S = 3,04 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „ეკო ფიშ ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს, მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, გაითვალისწინოს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები;

ე) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების განხორციელებისას, წიაღითსარგებლობის ობიექტიდან ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა განახორციელოს „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებით განსაზღვრული წესის მიხედვით.

  3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, შპს „ეკო ფიშ ჯორჯიას“ მიერ 52 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა – 78 000 (სამოცდათვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.

4. შპს „ეკო ფიშ ჯორჯიამ“, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა.

5. შპს „ეკო ფიშ ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                       გიორგი კვირიკაშვილი