დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სვანეთი ჰიდროსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020711 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №56
201 6 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
სს „სვანეთი ჰიდროსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მესტიაჭალა 2“ ჰესის მილსადენის განთავსების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბნის მესტიის სატყეოში კვარტალ №6-ში, №7-სა და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში (ცხრილი №1) მდებარე 39 000 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა სს „სვანეთი ჰიდროს“ (ს/კ: 405021275) განესაზღვროს 3 (სამი) წლით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები