საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020708
  • Word
53
18/01/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
000000000.00.003.020708
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №53

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის (პროგრამული კოდი: 37 03) „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 02), „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 03) და „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 06) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 − მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი