დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020705 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №50
201 6 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წარმოების და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვისათვის და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 619 500 (ექვსას ცხრამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები