დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020704 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №49
2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის ხანგრძლივობა − 24 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი − 15 წელი);
საპროცენტო განაკვეთი ს ტიპი − Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread);
სესხის ვალუტა − აშშ დოლარი;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო − 0.25% სესხის მთლიან თანხაზე;
სესხის ვალდებულების გადასახადი ( Commitment fee) − 0.25% ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას;
კონვერსიის შესაძლებლობა − გათვალისწინებულ იქნეს სასესხო ხელშეკრულებაში.
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები