დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების განსახორციელებლად კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020703 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №46
2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების განსახორციელებლად კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 დეკემბრის №39 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შეიქმნას კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
თამარ სანიკიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
გიორგი კვესიტაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ;
ირაკლი ჟორდანია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი ;
მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ნოდარ ხადური − საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
დავით ნარმანია − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
ვლადიმერ პაპავა − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
არჩილ ფრანგიშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
სერგო ვარდოსანიძე − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
გიორგი ღავთაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
თამაზ გამყრელიძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, აკადემიკოსი;
როინ მეტრეველი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი;
თემურ ნანეიშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს ივანე კიღურაძეს − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს.
3 . კომისიამ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას 2016 წლის 29 თებერვლამდე წარუდგინოსსაჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილისაიუბილეო ღონისძიებების ჩატარების გეგმა და თარიღები .
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები