საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და INDEPENDENT HOSPITAL PRICING AUTHORITY-ს შორის „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფების კლასიფიკაციის სისტემის ავსტრალიური მოდელის ((AR-DRG) ვერსია 8.0) შეფასებასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულების“ მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020701
44
18/01/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
000000000.00.003.020701
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და INDEPENDENT HOSPITAL PRICING AUTHORITY-ს შორის „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფების კლასიფიკაციის სისტემის ავსტრალიური მოდელის ((AR-DRG) ვერსია 8.0) შეფასებასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულების“ მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის
განკარგულება №44

2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და INDEPENDENT  HOSPITAL  PRICING  AUTHORITY-ს  შორის „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფების კლასიფიკაციის სისტემის ავსტრალიური მოდელის  ((AR-DRG ) ვერსია 8.0 ) შეფასებასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და INDEPENDENT HOSPITAL PRICING AUTHORITY-ს შორის „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფების კლასიფიკაციის სისტემის ავსტრალიური მოდელის  ((AR-DRG) ვერსია 8.0) შეფასებასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულების“  პროექტი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ,  გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                             გ.  კვირიკაშვილი