სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020689
  • Word
32
18/01/2016
ვებგვერდი, 08/02/2016
000000000.00.003.020689
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №32

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების

კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)

ქონების სახით გადაცემის შესახებ

       საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 იანვრის №5/850 გადაწყვეტილება ქალაქ კასპში, ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე 200.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №67.01.51.103) და ქალაქ კასპში, ფარნავაზის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული 61.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №67.01.51.151) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.  

პრემიერ-მინისტრი                                 გიორგი კვირიკაშვილი