საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ

  • Word
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020688
  • Word
31
18/01/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
000000000.00.003.020688
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №31

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის  შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, გულუას ქ. 6) სამინისტროს აპარატის გარდა განთავსებულნი არიან სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნება დაერთოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შენობის მომსახურებისთვის გაწეული ერთობლივი დანახარჯების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობის ხარჯები, დასუფთავების ხარჯები, შენობის დაცვის მომსახურება და ადმინისტრაციული შენობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) დაფარვა განახორციელოს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროს აპარატისთვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი