დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 21/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №225
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №35, მუხლი 430) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დირექტორის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები