დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.104.016268 |
|
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, სარეგისტრაციო კოდი010250050.35.104.016190)შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი№1-ის: |
ა)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა, გამოქვეყნების ადგილი და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები 1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას: ა) ელექტრონული ფორმით - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე; ბ)ბეჭდური ფორმით - მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე. 2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის დაწესებულებების ვებ-გვერდებზე. 3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. 5. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი. 6. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.“; |
ბ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 1.ინფორმაციის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია ა) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა; ბ)ადმინისტრაციული ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/ წესდება, შინაგანაწესი); გ) ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ ანგარიში; დ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; ე) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურულ ერთეულების, ადმინისტრაციულ ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; ვ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; ზ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა; თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია; ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ; კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები. (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ლ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში; მ) ნორმატიული აქტები რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს; ნ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა; ო)ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამი); პ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში; ჟ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შესრულების ანგარიში; რ)ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად); ს) უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია. (ქვეყნდება ყოველწლიურად); ტ)ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა.(ქვეყნდება ყოველწლიურად); უ)სამართლებრივი აქტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ; ფ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები; ქ) დასახლების საერთო კრების ოქმები; ღ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოქმები; ყ)მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები; შ) პეტიცია; ჩ)მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია. 2.ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები