დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებით დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016191 |
|
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებით დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 13/10/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016170) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„მუხლი 342. საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად. 2. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში. 3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. 5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/მუნიციპალური სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტ-რესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. 6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში)“.
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 343 მუხლი: „მუხლი 343. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში გამგებლის უფლებამოსილება დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დაამტკიცება; ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება; გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა; დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 344 მუხლი: „მუხლი 344.საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის გამგებელი საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ“.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები