„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 11 ნოემბრის N118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 11 ნოემბრის N118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016191
5
01/02/2016
ვებგვერდი, 04/02/2016
010340000.22.025.016191
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 11 ნოემბრის N118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №5

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 11 ნოემბრის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 11 ნოემბრის №118 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge;  ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი: 12/11/2014წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016158) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს  ცვლილება და №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი 2

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა სამმართველოს ცალკეულ მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;                
ბ)  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით  მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება (კანდიდატებს შორის უპირატესობა მიენიჭება ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს);  
 გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის (მათ შორის, მოლაპარაკებებში მონაწილეობის) გამოცდილება;
დ) უცხო ენების ცოდნა: სავალდებულოა ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა; სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა.
ე) ინგლისურ ენაზე ოფიციალური  დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, powep Point, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);
ზ)„საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (№3758-IIს 24/06/2015წ.), „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულებების, სტრუქტურისა და №2009/72/EC (http://eurlex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:21100550093: EN:PDF)  და №2009/73/EC (http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32009L0073&from=EN) დირექტივების  ცოდნა.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო: მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულებით;                
ბ)  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით  მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;  
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
დ) უცხო ენების ცოდნა: სავალდებულოა ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;
ე) ინგლისურ ენაზე ოფიციალური  დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, powep Point, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);
ზ)„საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (№3758-IIს 24/06/2015წ.), „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულებების, სტრუქტურისა და №2009/72/EC (http://eurlex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri= OJ:L:2009:211:0055:0093: EN:PDF) და №2009/73/EC (http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32009L0073&from=EN) დირექტივების  ცოდნა.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო: უფროსი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;                
ბ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);
დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციის, „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (№3259-Iს 09/06/2006წ.),  „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე