„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 832
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 37-38, 10/09/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.233
  • Word
832
03/09/1997
პარლამენტის უწყებანი, 37-38, 10/09/1997
200.000.000.05.001.000.233
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31-32б 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ელექტროენერგეტიკული სექტორის, აგრეთვე სასმელი წყლის მიწოდების, საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებისა და გაწმენდის მომსახურების, საწარმოებისათვის 2000 წლის პირველ იანვრამდე პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვროს ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების მიხედვით.

2. მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ნაწილები:

6. იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არჩეული არ არიან წარმომადგენლობითი და თვითმმართველობის ორგანოები, მათ არჩევამდე ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადების შემოღების უფლება გადაეცეთ საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.

7. 1998 წლის 1 იანვრამდე დსთ-ის ფარგლებში საქონლის ექსპორტისა და იმპორტის დროს დღგ-ისა და აქციზის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის მიღებამდე მოქმედი რეჟიმი.

8. 102-ე მუხლით განსაზღვრული ხორბლის იმპორტის დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან. 1998 წლის 1 იანვარამდე ხორბლის მიწოდებისა და იმპორტის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის მიღებამდე მოქმედი რეჟიმი.

9. საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 21 დეკემბრის კანონი მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები მოქმედებს 1997 წლის 15 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოებზე”.

II. ეს კანონი ძალაში შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამოქმედების დღიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                              ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 3 სექტემბერი.

№832Iს