დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/3 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016289 |
|
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი 10/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016208) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-5 მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსების ადგილის მიმდებარედ პარკირება დაიშვება უსაფრთხოების წესების დაცვით.“; ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დადგინდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: ა) 5 წუთიდან 20 წუთამდე პერიოდი - 20 (ოცი) თეთრი; ბ) 8 საათამდე პერიოდი - 30 (ოცდაათი) თეთრი; გ) 1 დღე - 1 (ერთი) ლარი; დ)7 დღე - 5(ხუთი) ლარი; ე)30 დღე - 10 (ათი) ლარი; ვ)365 დღე - 20 (ოცი) ლარი; სპეციალურ და სატვირთო ავტომობილებზე: ა)1 დღე - 1 (ერთი) ლარი; ბ) 10დღე - 10 (ათი) ლარი; გ) 30 დღე - 30 (ოცდაათი) ლარი.“; გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. კონტროლი და პასუხისმგებლობა 1.წინამდებარე წესის/პირობების დარღვევით ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება (მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა) წარმოადგენს დგომა-გაჩერების წესების დარღვევას და დამრღვევს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 2.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება ენიჭება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ მერიის სამსახურს ან პარკირების სფეროს მართვის განმახორციელებელ იურიდიულ პირს. 3.პარკირების სფეროს მართვის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს წინამდებარე წესის/პირობების დარღვევის ან დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, უსაფრთხოების ნორმების დაცვით გადაიყვანოს მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები