დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახე" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.173.016118 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახე’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.173.016003) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
|
1.
მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში“. |
2.
მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. მთავარი სპეციალისტი და წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში’’. |
3.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ა) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ბ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს და წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე; გ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების და აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები