„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 29/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016252
13/2016
29/01/2016
ვებგვერდი, 01/02/2016
010190030.15.008.016252
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №13/2016

2016 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-17 მუხლის:
  1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საარჩევნო ადმინისტრაციაში  კომპეტენციის ფარგლებში ცესკოს აპარატის, ცესკოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შიდა აუდიტის განხორციელებას, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების  ცესკოს  თავმჯდომარისათვის წარდგენას;”.

  1. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამომდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებიდან, არ წარმოადგენს ცესკოს დეპარტამენტების/სამსახურების უფლებამოსილების სფეროს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა  და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი