„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3184
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/01/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 07/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016042
3184
29/01/2016
ვებგვერდი, 01/02/2016
140080000.42.047.016042
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №3184

2016 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 140080000.42.047.016032; 08/07/2014) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო  უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდგი ცვლილება:
1. 1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში:
ა) „ე” და „ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) სამსახურის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, შრომითი ხელშეკრულებით სააგენტოში იღებს, აგრეთვე საშტატო განრიგის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

  ვ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის/დანაყოფების დებულებას/დებულებებს;”;

ბ) „ი” და „კ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს სააგენტოს თანამშრომლებისთვის სავალდებულო გადაწყვეტილებებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანება);

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წაახალისებს და დისციპლინურ  პასუხისმგებლობას აკისრებს სააგენტოს თანამშრომლებს, ვალდებულია სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.”;

გ)  დაემატოს „ლ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „ლ) საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში ახდენს თავის ცალკეულ უფლებამოსილებათა სააგენტოს დირექტორის მოადგილეზე დელეგირებას, ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ფუნქციებს და სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.

2.  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა, სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციები და მოსამსახურე პერსონალი:

1. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) ეკონომიკური სამსახური;

გ) უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია სამეურნეო მომსახურების ჯგუფი და სატრანსპორტო მომსახურების განყოფილება;

დ) ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ჯგუფი და აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი.

2. სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;

ბ) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

გ) სააგენტოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების, ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში დოკუმენტაციის მომზადება და სააგენტოს შიდა დოკუმენტაციის ვიზირება;

დ) გასაფორმებელი ხელშეკრულებების ვიზირება;

ე) საქმისწარმოების (საიდუმლო/არასაიდუმლო) ორგანიზება და დოკუმენტების შესრულების კონტროლი;

ვ) ადამიანური რესურსების მართვა, კანდიდატების სააგენტოში მიღების, პროფესიული განვითარების, სამსახურის გავლის და განთავისუფლების პროცედურების მართვა;

ზ) სააგენტოს დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია, სააგენტოს ხელმძღვანელის თათბირების ორგანიზება და შესაბამისი ოქმების შედგენა, დავალებების დანაყოფებისთვის გადაგზავნა და შესრულების შესახებ ანგარიშების თავმოყრა.

3. სააგენტოს ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების, ფინანსური ანალიზისა და გეგმების მომზადება;

ბ) სააგენტოს ბიუჯეტის შედგენა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) სააგენტოს ბუღალტერიის ფუნქციონირება, საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი მათ შორის, სააღრიცხვო, საგადასახადო და საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით;

დ) შესყიდვების განხორციელება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.

4. სააგენტოს უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფებიდან:

ა) სამეურნეო მომსახურების ჯგუფის ფუნქციებია:

ა.ა) სააგენტოს სარგებლობაში არსებული ქონების საპროექტო, სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოების შესახებ წინადადებების შემუშავება და მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობა;

ა.ბ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული ქონების მუდმივი მონიტორინგი;

ა.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ობიექტების უზრუნველყოფა ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით;

ა.დ) სააგენტოს სასაწყობე მეურნეობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სამეურნეო საშუალებების ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

ბ) სატრანსპორტო მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:

ბ.ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ.ბ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, სათადარიგო ნაწლებით უზრუნველყოფა და კონტროლი;

ბ.გ) წინადადებების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის მიწოდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების, საწვავ-საცხები მასალების და ექსპლუატაციისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით.

5. სააგენტოს ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილება, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამთავრობო ღონისძიებების, საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის ვიზიტორების წარმომადგენლობით და საბანკეტო მომსახურებას სამთავრობო ან/და სხვა შესაბამის ობიექტებში. სააგენტოს ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილების შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფებიდან: 

ა) ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ჯგუფი უზრუნველყოფს ავლაბრის კომპლექსის საინჟინრო სისტემებისა და დანადგარების ექსპლუატაციას, საპროექტო-ტექნიკური და საექსპლუატაციო მოთხოვნების, ტექნიკური ნორმატივების, წესების და ინსტრუქციების დაცვას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას;

ბ) აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების შესაბამისი მიღების და გაცილების ორგანიზებას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას.

6. სააგენტოს თანამშრომლებს წარმოადგენენ სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირები. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სააგენტოში მისაღებ კანდიდატებზე ვრცელდება სამსახურში მისაღები კანდიდატების სპეციალური შესწავლის და შემოწმების წესი.”.    

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 7 მარტიდან.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე