დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.038.016603 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში (სსმ, №159, 30.12.2009 წ.) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.“. 2. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან აქტიური ურთიერთობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზება; დ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადება, უცხოეთიდან მიღებული (მოძიებული) კორესპონდენციის (ინფორმაციის) შესაბამისი დამუშავება, გავრცელება და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდება; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემისა და მისი უფროსის ურთიერთობის კოორდინირება; ვ) საზოგადოების ინფორმირება პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ; ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“. 3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: ,,10. ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართული ფუნქციონირება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგი, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება-სრულყოფა, საქმისწარმოების ბაზების და პროგრამების ადმინისტრირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მათი პროგრამული უზრუნველყოფა; ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ვ) ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისათვის; ზ) ვიდეოპაემნის სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა და მათი ადმინისტრირება; ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება; კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება; ლ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მომუშავე თანამშრომელთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება; მ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, პროგრამული საშუალებების პერიოდული მონიტორინგი; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები