„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016240
5
27/01/2016
ვებგვერდი, 03/02/2016
190040000.35.138.016240
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლი 27 იანვარი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ახალციხის მუნიციპალიტეტის  2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ს შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  17 დეკემბრის  №50 დადგენილებით (matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი:190040000.35.138.016235)  დამტკიცებულ დანართში:

1. მე-5  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ამ წესის ფარგლებში

1.  ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;

ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), ფსიქოთერაპია;

ვ) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული   ნივთიერებების მოხმარების შედეგად.“

2.  მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ა(ა)იპ სამუსიკო და სამხატვრო სკოლების კონტინგენტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსწავლის სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის სამხატვრო სკოლაში" ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 100%-ით. დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების შემდეგი კატეგორიის ბავშვები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;

ბ) პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;

გ) დედით ან მამით ობოლი ბავშვები;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ  პირთა შვილები;

ე) მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);

ვ) ავღანეთის ომის მონაწილეთა შვილები.“

,,3. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ იმ  მშობელთა შვილების სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში, რომელზეც არ ვრცელდება  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. აღნიშნული კატეგორიის მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" დაფინანსდება 10 (ათი) ლარის ოდენობით.’’

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ დევნილი ან ვეტერანი გარდაცვლილია გასულ წელს და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღია.“

4. მე-20 მუხლში შევიდეს ცვლილება და მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 20.  უსახლკარო, მიუსაფარ ოჯახთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა.“

5. 21-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას, მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ).

2. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა აგრეთვე მუხლი 20-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზეც.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ოჯახის შესახებ;

ბ) ბენეფიცირის პირადობის მოწმობის ასლი.

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).“

6.  25-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 25. გარდამავალი დებულებანი

1.  „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემის წესი’’-ს  პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუდმივად ცხოვრების დადასტურება სავალდებულო არ არის შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის:

 ა) სოციალურად დაუცველი პირებისათვის, რომელთა ოჯახების მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000 -ს;

 ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისათვის და შშმ ბავშვებისათვის;

გ) დევნილებისა და ლტოლვილებისათვის.

2. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების/ანაზღაურების შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი.

3. წინამდებარე დებულების თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვეევბში, მოქალაქეთა დაფინანსების საკითხს წყვეტს ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე