დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016371 |
|
სასესხო ხელშეკრულება
(სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვე-პროგრამა 2) საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის |
GEO 48044
სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) სასესხო ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 6 ოქტომბერს საქართველოსა („მსესხებელი") და აზიის განვითარების ბანკს („ADB") შორის. მასზედ, რომ (ა) ADB-მ მსესხებლისაგან მიიღო წერილი განვითარების პოლიტიკის შესახებ, დათარიღებული 2015 წლის 20 აგვისტოს („პოლიტიკის წერილი“), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, პოლიტიკასა და ქმედებებს, რაც წინამდებარე სესხის ხელშეკრულების განრიგში 1 არის აღწერილი და რომელიც შემუშავდა მსესხებლის ფინანსური სექტორის განვითარების მიზნით („პროგრამა“); (ბ) პროგრამა შედგება პროგრამული მიდგომის მეორე ქვე-პროგრამისაგან, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე სესხის ხელშეკრულების 1 განრიგის 1 პარაგრაფში („პროგრამული მიდგომა“) და მსესხებელმა მიმართა ბანკს (i) სესხის თაობაზე აზიის განვითარების ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და (ii) სესხის თაობაზე ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებიდან, ორივე შემთხვევაში პროგრამის მიზნებისათვის; (გ) იმავე დღით დათარიღებული შეთანხმების თანახმად, მსესხებელსა და ADB-ს შორის („ჩვეულებრივი ოპერაციის სასესხო ხელშეკრულება“), ADB დათანახმდა, ასესხოს მსესხებელს ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან ცხრამეტი მილიონ რვაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი ევრო (€19,891,500 ) პროგრამის მიზნებისათვის; და (დ) ADB დათანხმდა, გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ს სპეციალური რესურსების ფონდიდან წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი ვადებისა და პირობების გათვალისწინებით; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
სესხის რეგულაციები, განმარტებები პუნქტი 1.01. ბანკის მიერ სესხის გაცემის მარეგულირებელი სპეციალური ოპერაციები, დათარიღებული 2006 წლის 1 იანვრით („სესხის რეგულაციები“) სრულად ვრცელდება წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაზე ისეთივე ძალით და შედეგებით, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, ამასთანავე, ექვემდებარება შემდეგ ცვლილებას: (ა) პუნქტი 2.01(24) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით: 24. ტერმინი „პროგრამა“ აღნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გაცემას, როგორც ეს აღწერილია სასესხო ხელშეკრულებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ აღწერილობაში შეიძლება დროდადრო ცვლილებების შეტანა ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე. (ბ) ტერმინი „პროექტი“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამა“. (გ) პუნქტი 2.01(26) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით: 26. ტერმინი „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ აღნიშნავს უწყებას ან უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებაში. (დ) ტერმინი „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“ სადაც გვხვდება სესხის რეგულაციებში უნდა ჩანაცვლდეს ტერმინით „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“. პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ, სესხის რეგულაციებში განმარტებულ რამდენიმე ტერმინს აქვთ სპეციფიკური მნიშვნელობა თუ არ მოხდა მათი მოდიფიკაცია ან მათი სხვაგვარი ინტერპრეტაცია კონტექსტიდან გამომდინარე. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (ა) „თანამონაწილეობის თანხები“ ნიშნავს ეროვნულ ვალუტას, რომელიც მიღებულია პროგრამის ფარგლებში სესხის თანხებიდან და რომელიც აღნიშნულია წინამდებარე სესხის ხელშეკრულების მე-4 განრიგის მე-6 პარაგრაფში; (ბ) „სადეპოზიტო ანგარიში“ ნიშნავს ანგარიშს მითითებულს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების მე-3 განრიგის მე-3 პარაგრაფში; (გ) „დაშვებული იმპორტი“ ნიშნავს შესაბამისი პერიოდის განმავლობაში მსესხებლის მთლიან იმპორტს გამოკლებული იმავე პერიოდის შემდგომი სახის იმპორტი: (i) იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ADB-ის წევრები; (ii) ისეთი საგნების იმპორტი, რომლებიც წინამდებარე სესხის ხელშეკრულების, მე-3 განრიგის დანართი 1-ში არის დაკონკრეტებული, როგორც დაუშვებელი; და (iii) ოფიციალური საერთაშორისო და ორმხრივი ფორმატის დახმარების სააგენტოების მიერ დაფინანსებული იმპორტი ან ADB-ის მიერ გაცემული სხვა სესხები ან გრანტები; (დ) „დასაშვები საგნები“ ნიშნავს დასაშვებ იმპორტს და სერვისებს, რომლებიც დაკავშირებულია მსგავსი იმპორტის განხორციელებასა თუ მოწოდებასთან; (ე) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB- ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2012, რომელიც დროდადრო განიცდის შესწორებებს); (ვ) “MOESD” ნიშნავს მსესხებლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს; (ზ) “MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს; (თ) “NBG” ნიშნავს საქართველოს ეროვნულ ბანკს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს; (ი) „პოლიტიკის მატრიცა“ ნიშნავს პოლიტიკურ ქმედებათა გრაფიკულ აღწერილობას მსესხებლის და ბანკის ხელშეკრულების შესაბამისად, და რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მე-3 განრიგის მე-2 დანართს, რომელიც აყალიბებს განსახორციელებელ ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს მსესხებლის მიერ პროგრამული მიდგომის შესაბამისად, და (კ) „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ სესხის გაცემის რეგულაციების თანახმად და მათი განხორციელების მიზნით ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ADB-ისთვის და რომელიც არის პასუხისმგებელი პროგრამის განხორციელებაზე. მუხლი II სესხი პუნქტი 2.01. ADB დათანხმდა სესხი გასცეს მსესხებელზე ბანკის სპეციალური რესურსების ფონდიდან სხვადასხვა ვალუტაში ოცდაჩვიდმეტი მილიონ ცხრაას სამოცდაექვსი ათასი სპეციალური სასესხო უფლება (SDR 37,966,000). პუნქტი 2.02. (ა) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს წლიურად 2% შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში და მის შემდგომ, სესხის ანგარიშიდან პერიოდულად ჩამორიცხულ და გადაუხდელ სესხის თანხებზე. (ბ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი“, როგორც არის გამოყენებული ამ პუნქტის (ა) პარაგრაფში ნიშნავს პირველი ძირითადი გადახდის თარიღის წინა პერიოდს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების მე-2 განრიგის ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად. პუნქტი 2.03. მოგებიდან დარიცხული პროცენტი და ამ სესხის ნებისმიერი სხვა დარიცხვა უნდა იყოს გადახდილი ნახევარ წელიწადში ერთხელ ყოველი წლის 15 მარტი და 15 სექტემბერი. პუნქტი 2.04 მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა, რომელიც გაიტანა სესხის ანგარიშიდან წინამდებარე სესხის ხელშეკრულების მე-2 განრიგში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად. პუნქტი 2.05. სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალუტა და სესხის პროცენტის გადახდის ვალუტა სესხის რეგულაციების 4.03(ა) და 4.04 პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე უნდა იყოს დოლარი. მუხლი III სესხის სახსრების გამოყენება პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხის სახსრების გამოყენება პროგრამის ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. პუნქტი 3.02. სესხის სახსრები ათვისებულ უნდა იქნას წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების განრიგი 3-ის დებულებების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი განრიგი შეიძლება დროდადრო შეიცვალოს მსესხებლისა და ADB-ს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. პუნქტი 3.03. სესხის ანგარიშიდან თანხის გატანა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ დაშვებულ ერთეულებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის გამოყენებით. ასეთი შესაძლოა იყოს: (ა) წარმოებული და მოწოდებული ბანკის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ბანკის მიერ დროდადრო არიან დაკონკრეტებული შესყიდვების დასაშვებ წყაროდ; და (ბ) დასაშვები ერთეულების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რაც დროდადრო კონკრეტდება ბანკის მიერ. პუნქტი 3.04. სესხის დახურვის თარიღად წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პუნქტი 8.02-ით გათვალისწინებული მიზნებისათვის მიღებულ უნდა იქნას 2015 წლის 31 დეკემბერი, ან სხვა რომელიმე თარიღი, რომლის შესახებაც შესაძლოა დროდადრო შეთანხმდნენ მსესხებელი და ADB. მუხლი IV კონკრეტული შეთანხმებები პუნქტი 4.01. ამ პროგრამის განხორციელებისას მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს შესრულება ყველა იმ ვალდებულებისა, რომელიც ჩამოყალიბებულია წინამდებარე სესხო ხელშეკრულების მე-4 განრიგში. პუნქტი 4.02. (ა) მსესხებელმა უნდა აწარმოოს ან უზრუნველყოს ადეკვატური წარმოება ჩანაწერებისა და დოკუმენტებისა, რათა მოხდეს დაშვებული საგნების იდენტიფიცირება, რომელთა დაფინანსებაც სესხის სახსრებიდან ხდება, და ასახულ იქნას, თუ რა სტადიაშია პროგრამის განხორციელების პროცესი. (ბ) მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ს წარმომადგენლებს, შეამოწმონ ნებისმიერი ჩანაწერი და დოკუმენტი, რომელიც მოხსენიებულია ამ პუნქტის (ა) პარაგრაფში პუნქტი 4.03. როგორც სასესხო რეგულაციების პუნქტში 6.05 არის მითითებული ანგარიშებისა და ინფორმაციის ფარგლებში, მსესხებელი ADB-ს წარუდგენს ან უზრუნველყოფს წარდგენას ნებისმიერი ანგარიშისა და ინფორმაციისა, რომელსაც ADB ჯეროვნად მოითხოვს პროგრამის განხორციელებასთან, მათ შორის პოლიტიკის წერილში განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით. მუხლი V ეფექტურობა პუნქტი 5.01. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი პირობები ეფექტურობისა ამ სასესხო ხელშეკრულების სასესხო რეგულაციების პუნქტი 9.01(ვ) მიზნებისთვის: სასესხო ხელშეკრულების ჩვეულებრივი ოპერაციები სათანადოდ უნდა იქნას შესრულებული მსესხებლის მიერ და ეფექტურობის ყველა წინაპირობა (იმ პირობებთან ერთად, რომელიც ითხოვს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ეფექტურობას) უნდა იყოს დასრულებული. პუნქტი 5.02. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი საკითხი სასესხო რეგულაციების პუნქტი 9.02(დ) მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს მოსაზრებას ან მოსაზრებებს, რომელიც უნდა წარედგინოს ADB-ს: რომ სასესხო ხელშეკრულების ჩვეულებრივი ოპერაციები სათანადოდ იქნას დამტკიცებული ან რატიფიცირებული, შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და მასში მოცემული პირობების შესაბამისად სამართლებრივად იყოს მსესხებლისთვის სავალდებულო. პუნქტი 5.03. სასესხო ხელშეკრულების ეფექტურობისთვის განსაზღვრულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებიდან 60 დღე, სესხის რეგულაციების პუნქტის 9.04 მიზნებისათვის. მუხლი VI სხვადასხვა პუნქტი 6.01. სასესხო რეგულაციების პუნქტი 11.02-ის მიზნებისთვის, მსესხებლის ფინანსთა მინისტრი დასახელდა მსესხებლის წარმომადგენლად. პუნქტი 6.02. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.01-ის მიზნებისთვის მიეთითება შემდეგი მისამართები: მსესხებლისთვის: ფინანსთა სამინისტრო ვ. გორგასლის ქუჩა №16, 0114 თბილისი, საქართველო ფაქსი: (+995 32) 2262423
აზიის განვითარების ბანკისთვის:
აზიის განვითარების ბანკი აზიის განვითარების ბანკის გამზირი №6 ქალაქი მანდალიუონგი მეტრო მანილა 1550 ფილიპინები
ფაქსი: (632) 636-2444 (632) 636-2424. რის დასტურადაც მხარეები, რომლებიც მოქმედებენ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ხელშეკრულებას ზემოთ მოცემული თარიღით. ხელშეკრულების წარდგენა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში.
საქართველოს სახელით
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
აზიის განვითარების ბანკის სახელით იეშიმ ელჰან-კაიალარი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი
განრიგი 1
პროგრამის აღწერა
1. პროგრამული მიდგომის ძირითადი მიზანია სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზაცია. პროგრამული მიდგომა შედგება სამი ქვეპროგრამისაგან და პროგრამა მისი მეორე ქვეპროგრამაა. პროგრამა უფრო დეტალურადაა აღწერილი პოლიტიკის წერილში და პოლიტიკის მატრიცაში. 2. პროგრამა დასრულდა 2015 წლის 19 აგვისტოს. განრიგი 2 ამორტიზაციის გრაფიკი (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 2)
გადახდის ვადა ძირითადი თანხის გადახდა (გამოხატული სპეციალური სასესხო უფლებებში)*
15 მარტი 2021 949,150.00 15 სექტემბერი 2021 949,150.00 15 მარტი 2022 949,150.00 15 სექტემბერი 2022 949,150.00 15 მარტი 2023 949,150.00 15 სექტემბერი 2023 949,150.00 15 მარტი 2024 949,150.00 15 სექტემბერი 2024 949,150.00 15 მარტი 2025 949,150.00 15 სექტემბერი 2025 949,150.00 15 მარტი 2026 949,150.00 15 სექტემბერი 2026 949,150.00 15 მარტი 2027 949,150.00 15 სექტემბერი 2027 949,150.00 15 მარტი 2028 949,150.00 15 სექტემბერი 2028 949,150.00 15 მარტი 2029 949,150.00 15 სექტემბერი 2029 949,150.00 15 მარტი 2030 949,150.00 15 სექტემბერი 2030 949,150.00 15 მარტი 2031 949,150.00 15 სექტემბერი 2031 949,150.00 15 მარტი 2032 949,150.00 15 სექტემბერი 2032 949,150.00 15 მარტი 2033 949,150.00 15 სექტემბერი 2033 949,150.00 15 მარტი 2034 949,150.00 15 სექტემბერი 2034 949,150.00 15 მარტი 2035 949,150.00 15 სექტემბერი 2035 949,150.00 15 მარტი 2036 949,150.00 15 სექტემბერი 2036 949,150.00 15 მარტი 2037 949,150.00 15 სექტემბერი 2037 949,150.00 15 მარტი 2038 949,150.00 15 სექტემბერი 2038 949,150.00 15 მარტი 2039 949,150.00 15 სექტემბერი 2039 949,150.00 15 მარტი 2040 949,150.00 15 სექტემბერი 2040 949,150.00 სულ 37,966,000.00 *გადახდის პროცედურა ექვემდებარება სესხის რეგულაციების პუნქტებს 3.04 და 4.03. განრიგი 3 სესხის თანხების გამოტანა 1. წინამდებარე განრიგის შემდეგი დებულებები, გარდა ბანკისგან მიღებული სხვა თანხმობისა, გავრცელდება სესხის ანგარიშიდან სესხის თანხების გატანაზე. 2. (ა) სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის მოთხოვნა მსესხებლის მიერ უნდა გაეგზავნოს ბანკს და უნდა იყოს ბანკისათვის მისაღები ფორმით. (ბ) თანხის გატანის მსგავს განაცხადებს თან უნდა ერთვოდეს მსესხებლის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ სესხის გატანის მოსალოდნელი თითოეული წლისათვის იმპორტის დასაშვები ერთეულების ღირებულება წლის განმავლობაში გასატანად დაგეგმილი სესხის ოდენობაზე დიდია. (გ) მსესხებელმა უნდა დართოს ნება ADB-ის მიერ დანიშნულ ექსპერტებს დაადასტურონ იმპორტის დაშვებული ერთეულების ღირებულება ნებისმიერი პერიოდისათვის, რომლის დროსაც მსესხებელმა სესხის გამოტანის განაცხადში დაადასტურა იმპორტის დაშვებული ერთეულების ღირებულება. 3. (ა) სესხის ანგარიშიდან ბანკისათვის პირველი განაცხადის გაგზავნამდე მსესხებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა გამოყოს სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშიs ქვეანგარიში (სადეპოზიტო ანგარიში), სადაც მოხდება სესხის ანგარიშიდან გამოტანილი მთელი თანხის დეპონირება. სადეპოზიტო ანგარიში უნდა შეიქმნას, იმართოს და გაუქმდეს ADB-oსთვის მისაღები პირობების და ვადების დაცვით. (ბ) სადეპოზიტო ანგარიშის განცალკევებული ანგარიშები და ჩანაწერები უნდა შენარჩუნდეს ბანკისთვის მისაღები ხარჯთაღრიცხვის პრინციპების შესაბამისად. ბანკის მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელს უნდა ხელთ ჰქონდეს სადეპოზიტო ანგარიშის ფინანსური ანგარიშები, შემოწმებული დამოუკიდებელი აუდიტების მიერ, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და სამუშაოს აღწერილობა მისაღებია ბანკისათვის, არის აუდიტის საერთაშორისო პრინციპებთან ან ეროვნულ დონეზე არსებული აღნიშნულის ეკვივალენტური და ბანკისთვის მისაღები პრინციპების შესაბამისი. მათი შემუშავების შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ბანკის მიერ მოთხოვნიდან 6 თვისა, მსგავსი ფინანსური ანგარიშების აუდიტის შედეგთა და მათზე აუდიტორთა მოსაზრებების ასლები ინგლისურ ენაზე უნდა მიეწოდოს ბანკს. (გ) პროგრამის განხორციელების დროის მონაკვეთში მსესხებელმა უნდა წარადგინოს ვაჭრობის შედეგთა სტატისტიკური მონაცემები და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ბანკს დასჭირდეს, რათა დროდადრო შეაფასოს მსესხებლის მიერ იმპორტის დასაშვები ერთეულების განსაზღვრის ფორმულის დაცვა. 4. მსესხებელს შეუძლია სესხის გამოტანა სესხის ხელშეკრულების ეფექტიანობის შესაბამისად. განრიგი 3-ის დანართი 1 უარყოფითი სია თანხის გატანა არ მოხდება შემდეგი იმპორტისათვის: (i) ხარჯები იმ საქონლისათვის, რომელიც შედის გაეროს სტანდარტული საერთაშორისო ვაჭრობის კლასიფიკაციის, შესწორებული ვერსია 3 (SITC, Rev. 3) შემდეგ ჯგუფებსა თუ ქვეჯგუფებში ან მომავალში შევა SITC-ის შესწორებული ვერსიების შესაბამის ჯგუფებსა და ქვეჯგუფებში, რომლის შესახებაც ბანკი აცნობებს მსესხებელს: ცხრილი: დაუშვებელი ერთეულები თავი სათაური ერთეულთა აღწერილობა 112 ალკოჰოლური სასმელები; 121 თამბაქო, გადაუმუშავებელი; თამბაქოს ნარჩენები; 122 თამბაქო, გადამუშავებული (შეიცავს თუ არ შეიცავს თამბაქოს შემცვლელს); 525 რადიაქტიური და მასთან დაკავშირებული მასალები 667 მარგალიტები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი მასალები, დამუშავებული და დაუმუშავებელი 718 718.7 ბირთვული რეაქტორები და ნაწილები, საწვავის ელემენტები (კატრიჯები), არარადიაციული ბირთვული რეაქტორებისათვის 728 728.43 თამბაქოს გადამამუშავებელი დანადგარები 897 897.3 ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის მეტალები (გარდა საათებისა და საათის ქეისებისა) და გოლდსმისის ან სილვერსმისის ნაწარმები (ძვირფასეულობის ჩათვლით) 971 ოქრო, არამონეტარული (გარდა ოქროს საბადოებისა და კონცენტრატების) წყარო: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (ii) ხარჯები მსესხებელის ვალუტაში ან საქონლისათვის, რომლის მიწოდებაც მსესხებლის ტერიტორიიდან ხდება; (iii) ხარჯები კონტრაქტის ფარგლებში უზრუნველყოფილი საქონლის მიწოდებისთვის, რომელიც დაფინანსდება ნებისმიერი ეროვნული ან საერთაშორისო დამფინანსებელი ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ ან მოხდა შეთანხმება ამგვარ დაფინანსებაზე, ADB-ს ნებისმიერი სესხიდან ან გრანტიდან ფინანსების კონტრაქტის ჩათვლით; (iv) ხარჯები საქონლისათვის, რომელიც გამიზნულია სამხედრო ან ნახევრად სამხედრო მიზნებისათვის ან ფუფუნების მოხმარებისათვის; (v) ხარჯები ნარკოტიკებისათვის; (vi) ხარჯები საქონლისათვის, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს, რომელთა წარმოება, გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონების ან იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, რომელთა მხარესაც მსესხებელი წარმოადგენს; და (vii) ხარჯები ნებისმიერი გადახდის ანგარიშზე, რომელიც მსესხებლის მიერაა აკრძალული გაეროს წესდების VII თავის მიხედვით მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
განრიგი 3-ის დანართი 2 პოლიტიკის მატრიცა
EDA = მეწარმეობის განვითარების სააგენტო EU = ევროკავშირი GDP = მთლიანი შიდა პროდუქტი GEL= ქართული ლარი GITA= საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტო GRS = საქართველოს შემოსავლების სამსახური LEPL = საჯარო სამართლის იუდიული პირი LSG = ადგილობრივი თვითმმართველობები MOESD = ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო MOF = ფინანსთა სამინისტრო MOLHSA= შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო NBG = საქართველოს ეროვნულ ბანკი PFMS = საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემა PDEFD = სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი PPP = სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის პროექტები SOEs = ახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოები TSA = ხაზინის ერთიანი ანგარიში *გამუქებული ტექსტი გვიჩვენებს დამატებით მიზნებს. განრიგი 4 პროგრამის განხორციელება და სხვა საკითხები განხორციელების ღონისძიებები 1. ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას და პასუხისმგებელია საერთო პროგრამული მიდგომის განხორციელებაზე, მათ შორის პოლიტიკის ყველა საქმიანობის, თანხის ჩამორიცხვის და ჩანაწერების წარმოებაზე. ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს პროგრამული მიდგომის განმახორციელებელ ორგანიზაციებს. 2. მსესხებელი აყალიბებს პროგრამის განსახილველ კომიტეტს, რომელიც შედგება ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისაგან და რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. პროგრამის განსახილველი კომიტეტი იკრიბება ნახევარ წელიწადში ერთხელ რათა შეაფასოს პროგრამული მიდგმომის ფარგლებში პოლიტიკის შეთანხმებული საქმიანობების მიღწევის პროგრესი. 3. მსესხებელი უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პერსონალით ადექვატურად დაკომპლექტებას და საჭირო ფინანსური, ტექნიკური და სხვა რესურსებით მომარაგებას პროგრამული მიდგმომის ფარგლებში მათი როგორც შემსრულებელი ან განმახორციელებელი ორგანაზაციების ფუნქციების შესასრულებლად. ADB მჭიდროდ თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან პროგრამული მიდგომის შესაბამისი მეორე ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკის საქმიანობების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. პოლიტიკის საქმიანობები და დიალოგი 4. მსესხებელი უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში მიღებული პოლიტიკის ყველა საქმიანობის, როგორც ეს პოლიტიკის წერილსა და პოლიტიკის მატრიცაშია ჩამოყალიბებული, მოქმედების ვადას პროგრამული მიდგომის ხანგძლივობის განმავლობაში. 5. მსესხებელი უზრუნველყოფს ბანკის ინფორმირებულობას მრავალმხრივ და ორმხრივ დახმარების ორგანიზაციებთან პოლიტიკის განხილვების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ პროგრამულ მიდგომაზე და მისცემს ბანკს შესაძლებლობას კომენტარი გააკეთოს აქედან გამომდინარე პოლიტიკის ნებისმიერ წინადადებაზე. მსესხებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკის მოსაზრებები ამგვარი ნებისმიერი წინადადების დასრულებამდე და განხორციელებამდე. თანამშრომლობის ფონდების გამოყენება 6. მსესხებელი უზრუნველყოფს თანამშრომლობის ფონდების პროგრამული მიდგომის ამოცანების გარკვეული პროგრამებისა და საქმიანობების განხორციელების დაფინანსების შესაბამისი მხარდაჭერისათვის გამოყენებას. მმართველობა და ანტი-კორუფციული პოლიტიკა 7. მსესხებელი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ა) ასრულებს ბანკის ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998 წელს მიღებული დოკუმენტის ბოლო ვერსია) და აღიარებს რომ ბანკი იტოვებს უფლებას პირდაპირ ან მისი აგენტების მეშვეობით გამოიძიოს პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი კორუფციული, თაღლითური, საიდუმლო შეთანხმების ან იძულებითი პრაქტიკა; და (ბ) ითანამშრომლოს ნებისმიერ მსგავს გამოძიებასთან და გაუწიოს ყველა სახის საჭირო დახმარება ამგვარი გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასასრულებლად. შეფასება 8. მსესხებელი ახორციელებს პროგრამის შეფასებას ბანკის მონაწილეობით პროგრამული უზრუნველყოფის დარჩენილი ქვეპროგრამების დაგეგმისათვის. შემფასებელი მხედველობაში იღებს პროგრამის განხორციელების გამოცდილებას და ბანკის მიერ მსესხებლის მიმართ ფინანსურ სექტორში აღმოჩენილ სხვა დახმარებათა რეკომენდაციებს. მსესხებელი აღიარებს რომ ამ პარაგრაფში აღწერილი შეფასება არ ავალდებულებს ბანკს გამოყოს სესხები პროგრამული მიდგომის ფარგლებში ნებისმიერი შემდგომი ქვეპროგრამისათვის და რომ ნებისმიერი შემდგომი ქვეპროგრამა პროგრამული მიდგომისათვის წარმოადგენს ბანკის საბჭოს დამტკიცების საგანს. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები