საჩხერის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საჩხერის სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საჩხერის სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016180
5
27/01/2016
ვებგვერდი, 03/02/2016
010250050.35.130.016180
საჩხერის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საჩხერის სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2016 წლის 27 იანვარი

ქ. საჩხერე

 

      საჩხერის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“  სპორტსმენების  სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილისა  და მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის  შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს,  ა(ა)იპ  ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“  სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე  გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე



დანართი 
 ა(ა)იპ  ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“  სპორტსმენების  სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი

მუხლი 1
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს  ა(ა)იპ  საჩხერის სასპორტო სკოლის სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
მუხლი 2
1. ა(ა)იპ  ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“  სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ანაზღაურება განხორციელდეს  ა(ა)იპ ,,საჩხერის სასპორტო სკოლისათვის“  დამტკიცებული სუფსიდიის ფარგლებში დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
2. დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულების მიხედვით.
მუხლი 3
ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლის სპორტსმენების კვებისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მუხლი 4
რეგიონულ და რესპუბლიკურ  სასპორტო ღონისძიებებში მონაწილე სპორტსმენთა კვების დღიური ნორმა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარით, მათ შორის :
1.    საუზმე  - 4 (ოთხი) ლარი;
2. სადილი - 7 (შვიდი) ლარი;
3. ვახშამი - 4 (ოთხი) ლარი.
მუხლი 5
 წინამდებარე  დანართით განსაზღვრულ ღონისძიებებში სპორტსმენების კვებისათვის გამოყოფილი თანხის  ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ა(ა)იპ ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“ ბუღალტერიაში (ან შესაბამის, ფინანსურ ოპერაციებზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში) წარმოადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, არაუგვიანეს ღონისძიების დასრულებიდან 5 კალენდარული დღისა.