დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 810 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 260.000.000.05.001.000.228 |
საქართველოს კანონი
„აუდიტორული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „აუდიტორული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 7 თებერვლის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-95 წწ., №23-26, მუხ. 496) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა “ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო “, სიტყვა „საბუღალტრო “ _ სიტყვით „ბუღალტრული “, სიტყვები „აუდიტორული ფირმა “ _ სიტყვებით „აუდიტური ფირმა “, ხოლო სიტყვები „არასაბიუჯეტო ფონდები “ _ სიტყვებით „სპეციალური სახელმწიფო ფონდები “.
2. პირველი მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვა „ურთიერთობას “ შეიცვალოს სიტყვით „ურთიერთობებს “.
3. მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
აუდიტორული საქმიანობა მოიცავს აუდიტორულ შემოწმებას (აუდიტს), აუდიტორული მომსახურების გაწევას, აგრეთვე აუდიტის ორგანიზაციულ და მეთოდურ უზრუნველყოფას.
აუდიტორულ შემოწმებას (აუდიტს) ახორციელებენ აუდიტორები და აუდიტური ფირმები სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
აუდიტორული მომსახურება მოიცავს ბუღალტრულ მომსახურებას, ექსპერტიზას და საკონსულტაციო მომსახურებას საფინანსო, დაბეგვრის და სამეურნეო კანონმდებლობის სხვა სფეროებში.
აუდიტორული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ სამეურნეო სუბიექტების ფინანსური კონტროლისგან დამოუკიდებლად.
მუხლი 3.
აუდიტორული შემოწმება (აუდიტი) ტარდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (სავალდებულო აუდიტი), აგრეთვე სამეურნეო სუბიექტის ინიციატივით (საინიციატივო აუდიტი) სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.
სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიწვიონ აუდიტორი (აუდიტური ფირმა) სამეურნეო სუბიექტის აუდიტორული შემოწმებისათვის. აუდიტორის შრომა ანაზღაურდება დამკვეთის ხარჯზე.
მუხლი 4.
აუდიტორი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი. იგი აუდიტორულ საქმიანობას ეწევა ინდივიდუალურად _ ლიცენზიის საფუძველზე და/ან აუდიტური ფირმის მეშვეობით”.
4. მე-5 მუხლის მეორე აბზაცში სიტყვის „ფირმას “ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მის ფილიალს “, ხოლო სიტყვა „მასში “ შეიცვალოს სიტყვით „მათში “.
5. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-3 აბზაცი.
6. მე-9 მუხლის პირველი აბზაცის „ა “ ქვეპუნქტში სიტყვა „მეთოდიკური “ შეიცვალოს სიტყვით „მეთოდური “, „ვ “ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები „და უცხო სახელმწიფოთა აუდიტორების (აუდიტური ფირმების) ლიცენზირება “, ხოლო „ზ “ ქვეპუნქტს _ სიტყვები „ამასთანავე აუდიტორების (აუდიტური ფირმის) მუშაობის ხარისხის კონტროლი, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობის, აუდიტორული სტანდარტების, აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების, დებულებებისა და ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება”; ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ “ ქვეპუნქტი:
„თ) ინდივიდუალური აუდიტორების და აუდიტური ფირმების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მიღება და მისი შემდგომი ანალიზი “.
7. მე-11 მუხლის „დ “ ქვეპუნქტში სიტყვები „ეკონომიკურ სუბიექტთა “ შეიცვალოს სიტყვებით „სამეურნეო სუბიექტთა “.
8. მე-16 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აუდიტორული საქმიანობა ხორციელდება აუდიტორსა (აუდიტურ ფირმასა) და დამკვეთს შორის დადებული ხელშეკრულებით “.
9. მე-17 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვა „კლიენტებისგან “ შეიცვალოს სიტყვით „დამკვეთებისაგან “.
10. მე-20 მუხლის „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას განუხრელად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოში მოქმედი აუდიტორული სტანდარტები, აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, დებულებები და ნორმატიული აქტები “.
11. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22.
სამეურნეო სუბიექტები, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო აუდიტორულ შემოწმებას, ვალდებულნი არიან საანგარიშო წლის 31 დეკემბრამდე შეატყობინონ საგადასახადო ინსპექციას აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების დადების შესახებ. აუდიტორული დასკვნა საგადასახადო ინსპექციას ჩაბარდება წლიურ ანგარიშგებასთან ერთად.
სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა სუბიექტების აუდიტორული დასკვნები უნდა წარედგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს .“.
12. 25-ე მუხლის პირველი აბზაცის „ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აუდიტის ჩატარებისას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, აუდიტორული სტანდარტების, აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების, დებულებებისა და ნორმატიული აქტების განზრახ დარღვევის დროს “.
II. ეს კანონი ამოქმდდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე .
თბილისი,
1997 წლის 27 ივნისი.
№810_IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები