„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016158
1
27/01/2016
ვებგვერდი, 03/02/2016
010220020.16.009.016158
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2016 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ (ვებგვერდი, 010220020.16.009.016082, 10/03/2014) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

1. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად არსებობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.

2. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი მტკიცდება კომისიის მიერ. საზოგადოებრივი დამცველის შერჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება კომისიის ბიუჯეტში.

4. საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს თანაშემწეები, რომლებსაც საზოგადოებრივი დამცველის წარდგინებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე.

5. რეგიონებში საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობის, ადგილობრივ მომხმარებლებთან ურთიერთობის, მათი ინტერესების წარმომადგენლობისა და  დაცვის კოორდინირების მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის რეგიონალურ წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს თანაშემწე, რომლის ხარჯები ანაზღაურდება საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის კომისიის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში.

6. საზოგადოებრივი დამცველის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას საზოგადოებრივი დამცველის წარდგინებით, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, ასრულებს საზოგადოებრივი დამცველის ერთ-ერთი თანაშემწე.

7. საზოგადოებრივი დამცველი კომისიას, კანონით დადგენილი წესით, წარუდგენს ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის ანგარიშს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი