„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016185
2
28/01/2016
ვებგვერდი, 04/02/2016
010250020.35.106.016185
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2016 წლის 28 იანვარი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 17/07/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016106)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
ა) 97-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:

„თავი IX1

პეტიცია

მუხლი 981. პეტიციის ცნება

1. პეტიცია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას.

2.    პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

3.   პეტიცია შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.

მუხლი 982. პეტიციის წარდგენის უფლება

პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს.

ბ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომ - საერთო კრება).

მუხლი 983. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  რეკვიზიტები

1. მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ამომრჩეველთა  მიერ  წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება  უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამის განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების  წარმდგენი  სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს 981-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს 981-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას 981-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. 982-ე  მუხლის   პირველი   პუნქტის   „ა“   და   „ბ“   ქვეპუნქტით   გათვალისწინებულ შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების  სიას,  რომელიც  უნდა  შეიცავდეს  შესაბამისი  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული    ამომრჩევლის    სახელს,    გვარს,    დაბადების    თარიღს    (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

3.   საერთო კრების მიერ  წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

გ)  დასახლების  საერთო  კრების  რჩეულის  (შემდგომში  -  რჩეულის)  ან  საერთო  კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 981-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 981  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 981  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 984. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  წარდგენის პროცედურა

1.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარადგენს  მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას არეგისტრირებს საკრებულოს აპარატი.

2. 982 მუხლის   პირველი   პუნქტის   „ა“   და   „ბ“   ქვეპუნქტებით   განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  წარდგენისას:

ა) საკრებულოს აპარატი პეტიციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის წარმდგენ სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს გადასცემს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.

ბ) საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების   წარმდგენ სუბიექტს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომელიც უნდა შეიცავდეს მხარდამჭერის სახელის   და   გვარის,   დაბადების   თარიღის   (რიცხვი,   თვე,   წელი),   საქართველოს   მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომრის, რეგისტრაციის ადგილის,   ხელმოწერის თარიღს და ხელმოწერას;

გ)  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის  მიერ  გაცემულ  თითოეულ  ბლანკზე  მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და  შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება;

ე) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის და შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 982-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი   ოდენობის   ხელმოწერათა   შეგროვება   და საკრებულოსთვის წარდგენა;

ვ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს პეტიციას და 7 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას;

ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ზ.გ) მითითებული   არ   არის   ან   არასრულად   არის   მითითებული   რეგისტრაციის   ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

ზ.დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;

ზ.ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ზ.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

ზ.თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ზ.ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.

თ) თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების  შედეგად  გაბათილებული  ხელმოწერების  გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 10%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 10 კალენდარული დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.

ი)  ამ  მუხლის  „თ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ამომრჩეველთა  სიის  შესწორებულ  ნაწილს კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით, 5 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების  წარმდგენ  სუბიექტს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

3. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე საკრებულოს თავმჯდომარის  უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

4.   ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  მოთხოვნები  არ  ვრცელდება  982-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „გ“ შემთხვევაზე და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი მხოლოდ საერთო კრების ოქმის ნამდვილობას ამოწმებს.

მუხლი 985. პეტიციის გამოქვეყნება

1. საკრებულოს აპარატი უზურუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას პროაქტიულად, როგორც ელექტრონული ასევე ბეჭდური ფორმით, მისი რეგისტრაციიდან  10 დღის ვადაში.

2.  პეტიცია  ქვეყნდება  ბეჭდური  ფორმით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  შენობაში გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ელექტრონული ფორმით პეტიცია ქვეყნდება საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ან/და მის მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 986. პეტიციის განხილვისთვის მომზადება

1. 981  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. 981 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების    რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას ან საკრებულოს საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუხლი 987. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას 986-ე  მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად საკრებულოს რეგლამენტის პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) 981  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

2. მუნიციპალიტეტის  გამგებლისთვის  პეტიციის  გაგზავნის  შემთხვევაში,  საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

3. 986 მუხლის და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების   წარმდგენ სუბიექტს.

4. პეტიციის ინიციატორებს   საკრებულოს/საკრებულოს   კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა 1 კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ.

მუხლი 988. პეტიციის განხილვა

1. 987  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,  1  თვის ვადაში,  საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. 987 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება საკრებულოს სხდომას. საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

3. 987  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების  მიღების  შემთხვევაში,  აღნიშნული  გადაწყვეტილება  მიღებიდან  15 კალენდარული  დღის  ვადაში  წარედგინება  საკრებულოს,  რასაც  იგი  ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადები საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

5.  მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად, გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

6. საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

7. ამ  მუხლის  მე-5  პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

მუხლი 989. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებ

1. პეტიციის განხილვის შემდეგ საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის განხილვასთან დაკავშირებულ განცხადების წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს მიერ საერთო კრებას უნდა წარედგინოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 2
დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკის ფორმის დამტკიცება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა