„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.106.016187
4
28/01/2016
ვებგვერდი, 04/02/2016
190020020.35.106.016187
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2016 წლის 28 იანვარი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.05.2015წ., სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.106.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შემთხვევაში, გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შედეგად გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება და ვალდებულია, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს შესყიდვების გეგმაში სათანადო ცვლილებების განხორციელება და ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებათა პროექტის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა