დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016189 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.106.016118) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
ა)
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; ამ მიზნებისთვის გამგებლის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;“; |
ბ)
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება; გ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“; |
გ)
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება: ა) უზრუნველყოფს გამგეობის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ბ) ორგანიზებას უწევს გამგეობის ურთიერთობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან; გ) ორგანიზებას უწევს გამგეობის კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და გამგეობის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას; ე) ორგანიზებას უწევს გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას; ვ) უზრუნველყოფს გამგეობაში დაგეგმილი შეხვედრების და თათბირების მომზადებას და ჩატარებას, მოსაწვევ პირთა გაფრთხილებას და აღრიცხვას, სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; ზ) ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას და უზრუნველყოფს ადგილობრივი შესყიდვების გეგმით მათთვის გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას; თ) უზრუნველყოფს კონტროლს გამგეობის სამსახურების სარგებლობაში არსებული ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა რაციონალურ გამოყენებაზე, მათ მოვლასა და დაცვაზე; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურების მატერიალური და ტექნიკური აღჭურვის თაობაზე; ი) უზრუნველყოფს კადრების აღრიცხვას, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მათი სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების მომზადების კოორდინაციას, მათ გაფორმებას და აღრიცხვას; კ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში უზრუნველყოფს: კ.ა) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებას და მის განხორციელებას; კ.ბ) კონტროლს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე; კ.გ) გამგეობის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; კ.დ) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; კ.ე) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმების და ფორმების დადგენას; კ.ვ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; კ.ზ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; კ.თ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზს და შეფასებას; კ.ი) გამგეობის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; კ.კ) გამგეობის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; კ.ლ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
დ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ამ მიზნებისთვის გამგებლის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; ბ) ორგანიზებას უწევს გამგეობის ურთიერთობას საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; გ) ორგანიზებას უწევს გამგეობის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან; დ) უზრუნველყოფს დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესით, სამსახურისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში; უზრუნველყოფს სათანადო მონაცემთა შეგროვებას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ე) ორგანიზაციას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას; ვ) ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას; ზ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, პრესრელიზების, შეტყობინებების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადებას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას; თ) ახდენს გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს; ი) უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას; კ) უზრუნველყოფს გამგეობის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის ინფორმაციის მოძიებას, მათ დამუშავებას და გამოქვეყნებას დადგენილი წესით, ოფიციალური ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ლ) ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას; მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობას სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები