დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016186 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/2016 - 05/01/2018)
|
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
|
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის და 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის1 თებერვლიდან. |
|
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ა) ყოველგვარი შეფერხებისა და საზღაურის გარეშე უზრუნველყოს ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა). ბ) ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები აღრიცხოს კონტროლის მექანიზმის შემცველი პროგრამული უზრუნველყოფით, სადაც დაცული უნდა იყოს ზუსტი აღრიცხვიანობის, ოპერატიულობის, თანმიმდევრულობისა და ყოველდღიურობის პრინციპი ისე, რომ შესაძლებელი იყოს ოპერაციის იდენტიფიცირება მის ყოველ ეტაპზე.
ა) ნაღდი ფულის გაცემას მათ საკასო მომსახურების ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში; ბ) ნაღდი ფულის მიღებას საკორესპონდენტო ანგარიშიზე ასახვის მიზნით; გ) მკაცრი აღრიცხის ფორმების გაცემას, ასევე გაუქმებული ან გამოუყენებელი ფორმების მიღებას. დ) მათ მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების მიღებას ექსპერტიზის მიზნით.
მუხლი 2. კომერციული ბანკის სალაროს კვანძის მოწყობა და ტექნიკური გამაგრება
მუხლი 3. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის საინკასაციო სამსახური
მუხლი 4. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემა
ა) ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ხოლო ყალბი და/ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. ბ) ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი - კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება კლიენტს. გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება კლიენტისათვის გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის დაბრუნება, კომერციული ბანკი ფულის ნიშანს საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ცნობის (შესაბამისად დანართი №1 ან დანართი №2) ქსეროასლთან ერთად უბრუნებს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. დ) თუ კლიენტი უარს აცხადებს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის მიღებაზე, კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირი ფულის ნიშანს საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ცნობის (შესაბამისად დანართი №1 ან დანართი №2) ქსეროასლთან ერთად უბრუნებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც დასტურდება კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირის და კლიენტის ხელმოწერებით.
ა) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება კლიენტს. კომერციული ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) ორ ეგზემპლარად, რომელიც ხელმოწერით დასტურდება ორივე მხარის მიერ. ცნობის ერთი ეგზემპლარი ფულის ნიშანთან ერთად გადაეცემა კლიენტს, ხოლო მეორე - რჩება კომერციულს ბანკს; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის ფულის ნიშნის დაბრუნება კომერციული ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) ორ პირად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სალაროს, მეორე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. გ) თუ კლიენტი უარს აცხადებს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის მიღებაზე, კომერციული ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) სამ პირად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა კლიენტს, მეორე რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირისა და კლიენტის ხელმოწერებით. დ) იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილი გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი ექსპერტიზის შედეგად აღმოჩდა ვარგისი, შესაბამისი თანხა ექვემდებარება კლიენტისათვის ანაზღაურებას.
მუხლი 5. ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესი
მუხლი 6. ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები
მუხლი 7. ნაღდი ფულის გადასატანი კონტეინერის მახასიათებლები და ფორმირება
ა) კონტეინერის შიდა ზომა უნდა იყოს 345.5X345.5X185მმ, ხოლო გარე ზომა-395X395X200მმ; ბ) ცარიელი კონტეინერის წონა არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოგრამს, ხოლო დატვირთული კონტეინერი უნდა უძლებდეს მასში განთავსებული 35 კილოგრამი ტვირთის წონას; გ) კონტეინერს უნდა გააჩნდეს ისეთი ფორმა, რომელიც გამორიცხავს მათი ერთმანეთზე დაწყობის შემთხვევაში დაცურება/გადმოვარდნის შესაძლებლობას, უზრუნველყოფდეს 15 გრადუსამდე კუთხით დახრილ სიბრტყეზე მათ ერთმანეთზე დაწყობას და მათი ერთმანეთზე დაწყობის შემთხვევაში 300 კილოგრამამდე დატვირთვას; დ) კონტეინერი უნდა დამზადდეს მაღალი მდგრადობის ალუმინის ფურცლებისაგან, სპეციალური პრესის მეშვეობით და მისი კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მანიპულაციის/დაზიანების გარეშე მის შიდა სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას; ე) კონტეინერის კუთხეები და გვერდითა ზედაპირები უნდა იყოს მომრგვალებული. სახურავი უნდა იხსნებოდეს გარეთა მხრიდან. კონტეინერის შიდა ზედაპირები უნდა იყოს პოლირებული, რათა მასში ფულის ჩაწყობისა და ამოლაგების დროს ხახუნსა და წინააღმდეგობას არ ჰქონდეს ადგილი. გამოყენებული მოქლონვის დროს მისი თავის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მმ, ხოლო სახურავის უსაფრთხო მექანიზმზე 5 მმ; ვ) კონტეინერის სახურავის ასახდელი მექანიზმი დახურულ მდგომარეობაში დაცული უნდა იყოს მანიპულაციისაგან. სახურავის ახდის კუთხე უნდა შეადგენდეს 100 გრადუსს. კონტეინერის სახურავის გარეთა კიდე უნდა იყოს მოღუნული და გადაფარვით მთლიანად ეხურებოდეს კონტეინერის გვერდით ზედაპირებს; ზ) სახურავის მჭიდროდ დახურვის მიზნით კონტეინერი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეზინის ჩანართებით. მას უნდა გააჩნდეს ორი გვერდითი და ერთი წინა მხარეს სახელური, რომლებიც ზამბარის დაჭიმულობის მეშვეობით მიბჯენილი იქნება კონტეინერის კედლებზე, თითოეული მათგანი უნდა უძლებდეს 35 კილოგრამამდე წონას; თ) კონტეინერს გვერდითა ზედაპირებზე ერთ ზოლად უნდა ჰქონდეს მცირე ზომის საჰაერო ნახვრეტები. წინა მხარეს უნდა გააჩნდეს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისეთი ფორმის მყარი საკეტი, რომლებიც ზამბარის მეშვეობით უზრუნველყოფენ სახურავის ავტომატურ დაკეტვას. საკეტს უნდა ჰქონდეს ლუქის ჩამოსაკიდი 8 მმ დიამეტრის ნახვრეტი; ი) კონტეინერს, წინა გვერდით ნაწილზე უნდა ჰქონდეს 165X60 მმ ზომის საინფორმაციო ბარათის ჩასადები, დარტყმაგამძლე მასალისაგან დამზადებული, გამჭვირვალე ჯიბე. აღნიშნული ჯიბის ზედა ნაწილი კონტეინერის სახურავის დახურვისას უნდა დაიფაროს ნაწილობრივ, ისე რომ შეუძლებელი იყოს საინფორმაციო ბარათის ამოღება/ჩადება. ამ შემთხვევაში მისი ზომა უნდა იყოს 130X60 მმ; კ) კონტეინერის წინა მხარეს, სახელურის ქვევით მითითებული უნდა იყოს არანაკლებ 20 მმ სიმაღლის ნომერი, რომლის პირველი ორი სიმბოლო ბანკის ორნიშნა კოდია, ხოლო დანარჩენი ციფრები ასახავს კონტეინერის რიგით ნომერს; ლ) კონტეინერი უნდა გადიოდეს შემდეგი ტიპის გამოცდებს: კონტეინერის სახურავი, ძირი და ყველა გვერდი უნდა უძლებდეს 1 მეტრი სიმაღლიდან ფოლადის 32 მმ დიამეტრის და 7 კილოგრამის წონის ცილინდრის დაცემას, კონტეინერის 2.5 მეტრი სიმაღლიდან 35 კილოგრამიანი შიგთავსით ვარდნის შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს საკეტებისა და ლუქების მთლიანობა;
მუხლი 8. ნაღდი ფულის გადასატანი კონტეინერის ეტიკეტის მახასიათებლები
ა) ბანკის დასახელება; ბ) კონტეინერის ლუქის ნომერი (დასალუქი საშუალების ნომერი); გ) ვალუტა; დ) ნომინალი (მოდიფიკაციის მიხედვით); ე) თანხა; ვ) კატეგორია; ზ) თარიღი; თ) შტრიხ-კოდი (მათ შორის შტრიხ-კოდის სიმბოლოები);
ა) კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილი მოიცავს ეტიკეტის ზედა კიდიდან 35მმ; ბ) ბანკის დასახელების ველი უნდა განთავსდეს ეტიკეტის ცენტრში, კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილიდან 4მმ დაშორებით; გ) ველები (გარდა „ბანკის დასახელება“) უნდა განთავსდეს მარცხენა კიდიდან 3.75 მმ დაშორებით; დ) შტრიხ-კოდი უნდა განთავსდეს ვერტიკალურად, კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილსა და ქვედა კიდეს შორის ცენტრში, მარჯვენა კიდიდან 3.75 მმ დაშორებით; ე) ველი „თარიღი“ უნდა განთავსდეს ქვედა კიდიდან 7.88მმ დაშორებით; ვ) ველი „უკატეგორიო“ - ველი „თარიღი“-დან 7.88მმ დაშორებით; ზ) ველი „კატეგორია“ - ველი „უკატეგორიო“-დან 5.25მმ დაშორებით; თ) თანხის რაოდენობის ველი - ველი „კატეგორია“-დან 7.88მმ დაშორებით; ი) ველი „თანხა“ - თანხის რაოდენობის ველიდან 5.25მმ დაშორებით; კ) ნომინალის დასახელების ველი - ველი „თანხა“-დან 7.88მმ დაშორებით; ლ) ველი „ნომინალი“ - ნომინალის დასახელების ველიდან 5.25მმ დაშორებით; მ) ვალუტის დასახელების ველი - ველი „ნომინალი“-დან 7.88მმ დაშორებით; ნ) ველი „ვალუტა“ - ვალუტის დასახელების ველიდან 5.25მმ დაშორებით; ო) კონტეინერის/ლუქის ნომრის ველი, ფონტის სტილი: Bold - ველი „ვალუტა“ -დან 11.88მმ დაშორებით; პ) ველი „კონტეინერის/ლუქის ნომერი“ - კონტეინერის/ლუქის ნომრის ველიდან 6.63მმ დაშორებით;
ა) სტანდარტი: CODE 128; ბ) სიგანე 9.25მმ; გ) ფონტის ზომა: 9; დ) ფონტის სტილი: Bold.
ა) შტრიხ-კოდის ათობით კოდში გადაყვანა; ბ) ჰეშირების ალგორითმით საკონტროლო ციფრის გამოთვლა (Verhoeff-ის ალგორითმით).
მუხლი 9. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში ნაღდი ფულის შეტანა
ა) ბანკის დასახლება; ბ) კონტეინერის ლუქის ნომერი (ბანკის ორნიშნა IBAN კოდი და არა უმეტეს რვა ციფრი); გ) ვალუტა; დ) ნომინალი (მოდიფიკაციის მიხედვით); ე) თანხა; ვ) სახეობა (ბანკნოტი/მონეტა); ზ) კატეგორია; თ) თარიღი. ი) შტრიხკოდი.
ა) განაცხადის ნომერს; ბ) თარიღს; გ) თანხის შეტანის სავარაუდო დროს; დ) კომერციული ბანკის დასახელებას; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; ვ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს; თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ი) კონტეინერის ლუქის ნომერს; კ) ვალუტას; ლ) ნომინალს (მოდიფიკაციის მიხედვით); მ) თანხას; ნ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა).
ა) კონტეინერებში ნომინალების მიხედვით განთავსებული კონების/პაკეტების რაოდენობის შემოწმებას, შეუსაბამობის შემთხვევაში კი კომენტარის ველში შესაბამისი მითითების გაკეთებას; ბ) საჭიროების შემთხვევაში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის ცვლილებას; გ) საჭიროების შემთხვევაში მიმღები საკასო ცენტრის ცვლილებას;
ა) კონტეინერისა და ლუქის მთლიანობის შემოწმებას; ბ) შტრის-კოდის წამკითხველის მეშვეობით კონტეინერის „CMM სისტემაში“ აღრიცხვას, მასზე არსებული ეტიკეტის მიხედვით; გ) კონტეინერის ლუქის ნომრის შედარებას ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან; დ) პროგრამაში კონტეინერების სრულად აღრიცხვის დადასტურებას.
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ელექტრონული განაცხადის დაწუნება, კომენტარის ველში შეუსაბამობის აღნიშვნა, მონაცემების საბოლოო დადასტურება და კონტეინერების კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება; ბ) კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოახდინოს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ინფორმაციის, დაბრუნებული კონტეინერების და ლუქის მონაცემების ურთიერთშედარება და აღნიშნულის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება. გ) საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ, „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას, განაცხადის კომერციულ ბანკში გაგზავნას და მის ამობეჭდვას ერთ ეგზემპლარად. დ) განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს.
მუხლი 10. კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაუქმებული ან გამოუყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანა
ა) განაცხადის ნომერს; ბ) თარიღს; გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის სავარაუდო დროს; დ) კომერციული ბანკის დასახელებას; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; ვ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს; თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ი) დოკუმენტის დასახელებას; კ) სერიას; ლ) საწყის და საბოლოო ნომერს; მ) რაოდენობას.
ა) დოკუმენტის დასახელება; ბ) სერია; გ) ნომერი.
ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მონაცემების საბოლოო პროგრამულ დადასტურებას; ბ) კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით. გ) საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF” ფორმატის „კომერციული ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის და შემოტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები. დ) საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „კომერციული ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა შემოტანაზე უფლებამოსილ პირს.
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ელექტრონული განაცხადის დაწუნება, კომენტარის ველში შეუსაბამობის აღნიშვნა, მონაცემების საბოლოო დადასტურება და მკაცრი აღრიცხვის ფორმების კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება; ბ) კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოახდინოს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ინფორმაციისა და დაბრუნებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების ურთიერთშედარება და აღნიშნულის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება.
მუხლი 11. კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფულის გატანა
ა) განაცხადის ნომერს; ბ) თარიღს; გ) თანხის გატანის სავარაუდო დროს; დ) კომერციული ბანკის დასახელებას; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; ვ) გატანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს; თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ი) ვალუტას; კ) ნომინალს (მოდიფიკაციის მიხედვით); ლ) თანხას (სრული კონების/პაკეტების გათვალისწინებით); მ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა).
ა) შემოწმებას, შედგება თუ არა მოთხოვნილი თანხა ნომინალების მიხედვით სრული კონებისაგან/პაკეტებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარის ველში შესაბამისი მითითების შეტანას; ბ) საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის ნომინალების ჭრილში ცვლილებას; გ) საჭიროების შემთხვევაში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის ცვლილებას; დ) საჭიროების შემთხვევაში გამცემი საკასო ცენტრის ცვლილებას.
ა) შტრის-კოდის წამკითხველის მეშვეობით კონტეინერის „CMM სისტემაში“ აღრიცხვას მასზე არსებული ეტიკეტის მიხედვით; ბ) კონტეინერის ლუქის ნომრის შედარებას, ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან; გ) პროგრამაში კონტეინერების სრულად აღრიცხვის დადასტურებას.
მუხლი 12. საქართველოს ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანა
ა) განაცხადის ნომერს; ბ) თარიღს; გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის სავარაუდო დროს; დ) კომერციული ბანკის დასახელებას; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; ვ) გატანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს; თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ი) დოკუმენტის დასახელებას; კ) რაოდენობას.
ა) დოკუმენტის დასახელება; ბ) სერია (არსებობის შემთხვევაში); გ) ნომერი.
ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადაცემას კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირზე; ბ) კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემებისა და მიღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ურთიერთშედარებას და ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას.
მუხლი 13. კომერციული ბანკის მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის მიზნით ეროვნულ ბანკში შეტანა და ფულის ნიშნების საქართველოს ეროვნული ბანკიდან გაცემა
ა) თარიღს; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას; გ) კომერციული ბანკის დასახელებას; დ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ე) ვალუტას; ვ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა); ზ) ნომინალს; თ) რაოდენობას; ი) თანხას (მონეტების შემთხვევაში); კ) სერიასა და ნომერს; ლ) ემისიის წელს; მ) კომერციული ბანკის კლიენტის სახელს, გვარს და პირად ნომერს (მისი არსებობის შემთხვევაში); ნ) კომერციული ბანკის მიერ გამოვლენის თარიღს.
ა) ნამდვილი ეროვნული ვალუტის შესაბამისი თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა ხორციელდება ექსპერტიზიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. ბ) ნამდვილი უცხოური ვალუტა (იგივე ფულის ნიშანი) უბრუნდება კომერციულ ბანკს. გ) ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება ბანკს.
ა) კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) გასაცემი ფულის ნიშნები.
მუხლი 14. ოქროს სერტიფიკატების განაღდებისას საქართველოს ეროვნული ბანკიდან ოქროს ზოდების გატანა
მუხლი 15. ოპერაციების აღრიცხვა, საბუთების დამუშავება
მუხლი 16. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა
მუხლი 17. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება
|
დანართი №1
ქ. ––––––––––––– „–––––” „–––––––––” 20 წ ც ნ ო ბ ა საეჭვო ფულის გამოვლენის შესახებ კომერციული ბანკის დასახელება ____________________________________________________ ბანკის პასუხისმგებელი პირი _____________________________________________________ შემომტანი ______________________________________________________________________ პირის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის __________________________________________________________________________ მიხედვით, მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და _____________________________________________________________________________ ტელეფონის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება
შენიშვნა: ________________________________________________________________________ ბანკის პასუხისმგებელი პირი შემომტანი ________________________ _________________________ (ხელმოწერა) (ხელმოწერა)
საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა: (შ.ა.) საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებელი პირი _________________________ (ხელმოწერა, თარიღი)
კომენტარი:___________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
ბანკის პასუხისმგებელი პირი შემომტანი _________________________ _________________________ (ხელმოწერა) (ხელმოწერა)
* იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის შემომტანი უარს აცხადებს ინდენტიფიცირებაზე ან/და ცნობაზე ხელის მოწერაზე, კომერციული ბანკი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს შენიშვნის ველში.
დანართი №2
ქ. _____________ „–––––” „–––––––––” 20 წ
ც ნ ო ბ ა კომერციულ ბანკებში ინკასირებული ნაღდფულიანი ჩანთების საკონტროლო გადათვლისას საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ
კომერციული ბანკის დასახელება _______________________________________________
კლიენტის (ან დაქვემდებარებული ობიექტი) დასახელება _________________________ მიღებული თანხა _______________________________________________________________ (ციფრებით, ვალუტის მითითებით) გადათვლა განახორციელა ______________ პასუხისმგებელი პირი ______________________ ( სახელი, გვარი) ( სახელი, გვარი)
ესწრებოდა შემომტანის წარმომადგენელი* ________________________________________ (სახელი, გვარი) საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა _________________________________
სულ თანხა სიტყვებით _______________________________________________________
ბანკის წარმომადგენლები: კლიენტის წარმომადგენელი*:
გადათვლა განახორციელა ___________________ ___________________ (ხელმოწერა) (ხელმოწერა) პასუხისმგებელი პირი ___________________ (ხელმოწერა)
საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა: (შ.ა.)
საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებელი პირი ________________________ (ხელმოწერა, თარიღი) კომენტარი:_____________________________________________________________ _______________________________________________________________________
ბანკის პასუხისმგებელი პირი შემომტანი _________________________ _________________________ (ხელმოწერა) (ხელმოწერა) * შენიშვნა: შემომტანის წარმომადგენლის ვინაობა და ხელმოწერა არ მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო გადათვლას არ ესწრება შემომტანის წარმომადგენელი, რის შესახებ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. დანართი №3
ქ ––––––––––––– „–––––” „–––––––––” 20 წ
ც ნ ო ბ ა გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ
კომერციული ბანკის დასახელება ––––––––––––––––––––––---------------------------- ბანკის პასუხისმგებელი პირი –––––––––––––––––––––––––––-------------------------- შემომტანი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------- პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით, ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------------- მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და ტელეფონის ნომერი, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------------- იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება
ბანკის პასუხისმგებელი პირი შემომტანი _________________________ _________________________ (ხელმოწერა) (ხელმოწერა)
კომენტარი:___________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
ბანკის პასუხისმგებელი პირი შემომტანი _________________________ _________________________ (ხელმოწერა) (ხელმოწერა)
საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა: (შ.ა.)
საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებელი პირი _________________________ (ხელმოწერა, თარიღი)
* იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი არ თანხმება კომერციული ბანკის გადაწყვეტილებას, საკითხის გარკვევის მიზნით შეუძლია მიმართოს ეროვნულ ბანკს. დანართი №4 __________________________________ (კომერციული ბანკის დასახელება)
თარიღი:_____________________________
მინდობილობა № ____________________________________________ უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
ბანკის საკასო ცენტრიდან მიიღოს:
* ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნამდვილი უცხოური ვალუტა_______________ ____________________________________________________________________________ (ვალუტის დასახელება, თანხა ციფრებით და სიტყვებით)
* გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტა _______________________________ ______________________________________________________________________________ (ვალუტის დასახელება, თანხა ციფრებით და სიტყვებით)
*მოძველებული უცხოური ვალუტა _____________________________________________ _____________________________________________________________________________ (ვალუტის დასახელება, თანხა ციფრებით და სიტყვებით) _____________________________________ ______________________________ (კომერციული ბანკის პასუხისმგებელი (ხელმოწერა) პირის თანამდებობა, სახელი, გვარი)
ბ.ა
შენიშვნა: მინდობილობა გაიცემა არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადით.
დანართი №5
____________________________ კომერციული ბანკის დასახელება
საეჭვო ფულის ნიშნების აღრიცხვის ჟურნალი
დაწყებულია 20-- წლის ____ ____________________
დასრულებულია 20 -- წლის ____ __________________
ჩანაწერი ამ ჟურნალში კეთდება მის სრულ გამოყენებამდე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები