დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/01/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016853 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების შემთხვევისა);“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა) ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.“.
2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან საბაჟო დეკლარაცია ან/და მსოფლიო ბაზრის ფასები, როდესაც ასეთი ფასების გამოყენების ვალდებულება გათვალისწინებულია გარიგებით, თუ: ა) წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე ან დეკლარირებული მონაცემების ან დეკლარანტის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი სხვა ინფორმაციის უტყუარობაზე, ან ბ) დადგენილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანის/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანის ფაქტი.“.
3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ: ა) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; ბ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განსაზღვრულია „ყვითელი დერეფანი“ და საქონლის განთავსება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.“.
4. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლისა, თუ: ვ.ა) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; ვ.ბ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განსაზღვრულია „ყვითელი დერეფანი“ და საქონლის განთავსება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შეთანხმებულ ტერიტორიაზე დათვალიერებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობა შესაძლებელია გაიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ შორის, როდესაც გაფორმების ორგანოს არ გააჩნია საქონლის დათვალიერებისათვის აუცილებელი პირობები ან/და როდესაც, საქონლის ან/და სასაქონლო ოპერაციის თავისებურებიდან გამომდინარე, საქონლის წარდგენა შეთანხმებულ ტერიტორიაზე მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული საგადასახადო ორგანოს მიერ. ამასთან, ტერიტორიის შეთანხმებისათვის დეკლარანტის/საქონლის მფლობელის მიმართვას თან უნდა დაერთოს შესაბამისი ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის უფლების (იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ტერიტორიის ამსახველი ფოტოსურათები, ხოლო დეკლარანტმა/საქონლის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.“.
5. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების შემთხვევისა) დანართი №IV-01-ის შესაბამისად.“.
6. დანართი №IV-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
7. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, სისტემაში რეგისტრირებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს: ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე; ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, გაშვების შემდგომ აუცილებელი შემოწმების პირობით, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად; გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას საქონლის დათვალიერების გარეშე, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად; დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.“.
8. 41-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება მცირდება არაუმეტეს 2 000 ლარით ან/და გადასახდელების თანხა მცირდება არაუმეტეს 650 ლარით, ხოლო დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია საქონლის შესყიდვის დოკუმენტი და უნაღდო ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სათანადო მტკიცებულებები.“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის ან/და გადასახდელების თანხის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას: ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის ან/და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხებზე, ხოლო სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება; ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან, თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იცვლება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში.“.
9. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.
10. 45-ე მუხლის: ა) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი გრაფის – „საბაჟო ღირებულება და გადასახდელები“ – შევსება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.
11. 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) იმპორტის გადასახდელებზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;“.
12. 110-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით ან მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით, კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და არასატარიფო ღონისძიებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარმოდგენა ან/და საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.”;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.“.
13. 112-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება.“.
14. 113-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შესწავლის საფუძველზე უარი თქვას შემოწმების დაწყებაზე ან გამოსცეს ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყების თაობაზე. ამასთან, დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სათანადო მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.“.
15. 117-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კამერალური შემოწმებისას, როცა დარღვევა, რომელიც იწვევს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების თანხის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის ცვლილებას, ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, შემოწმების შედეგები დასტურდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით.“.
16. 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების ასლი წარედგინება დეკლარანტს, ასევე ეგზავნება შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან. |
|
„დანართი №IV-02
ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
|
დოკუმენტის კომენტარები