აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება №2/19492-15 - სს „პურის მიმღების” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება №2/19492-15 - სს „პურის მიმღების” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/19492-15
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/19492-15
18/01/2016
ვებგვერდი, 27/01/2016
აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება №2/19492-15 - სს „პურის მიმღების” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 

საქმე №2/ 19492-15

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

18 იანვარი, 201 6 წელი

. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „პურის მიმღების კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „პურის მიმღების” მიმართ.     

2016 წლის 11 იანვარს სს „პურის მიმღებისგაკოტრების მმართველის სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა კომპანიის ქონების სრულყოფილად მოძიების საკითხის განხილვის მიზნით.   

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას სს „პურის მიმღების” კრედიტორთა კრება კომპანიის ქონების მოძიების საკითხის განხილვის მიზნით.   

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.”

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეული იქნას სს „პურის მიმღების კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. ქონების მოძიების საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2016 წლის 03 თებერვალს 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

3. დაევალოს სს „პურის მიმღების” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

        მოსამართლე              ლაშა ქოჩიაშვილი