„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.019103
39
25/01/2016
ვებგვერდი, 27/01/2016
440050000.10.003.019103
„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2016 წლის 25 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  04/02/2015, 440050000.10.003.018416) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი – საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი – საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – თამარ სანიკიძე – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე – საბჭოს წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ნოდარ ჯავახიშვილი – საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური – საბჭოს წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი – საბჭოს წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – თინათინ ხიდაშელი – საბჭოს წევრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო – საბჭოს წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ დანელია – საბჭოს წევრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – გიორგი შარვაშიძე – საბჭოს წევრი;

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ივანე კიღურაძე – საბჭოს წევრი;

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – თემურ მაისურაძე – საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი – გიორგი ბაჩიაშვილი, შპს „ჯი სი ეფ პარტნიორების“  (თანაინვესტირების ფონდის) გენერალური დირექტორი – საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი – ლევან კილაძე, შპს „ლემონდუს“ მფლობელი – საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი – პაპუნა ტოლიაშვილი, შპს „სინერჯი ჯგუფის“  დირექტორი – საბჭოს წევრი;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი – გიორგი კვესიტაძე – საბჭოს წევრი;

მეცნიერი – გია დვალი – საბჭოს წევრი;

მეცნიერი – დავით ფრანგიშვილი – საბჭოს წევრი;

მეცნიერი – ზაზა შათირიშვილი – საბჭოს წევრი;

მეცნიერი – მერაბ კოკაია – საბჭოს წევრი;

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე – ირაკლი ქაშიბაძე -  საბჭოს მდივანი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი