დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.161.016267 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 16.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.161.016171) დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს საკრებულოს რეგლამენტის 120-ე მუხლი; ბ) საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 120; 1201; 1202; 1203; 1204; 1205; 1206; 1207; 1208; 1271; 1272 მუხლები: „მუხლი120. პეტიციის ცნება 1. პეტიცია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას. 2. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 3. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. მუხლი 1201. პეტიციის წარდგენის უფლება პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს; ბ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომ - საერთო კრება). მუხლი 1202. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეკვიზიტები 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 120–ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; 2. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს; გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში - რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, მუხლი 1203. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2. 1202 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენისას: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის წარმდგენ სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს გადასცემს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომელიც უნდა შეიცავდეს მხარდამჭერის სახელის და გვარის, დაბადების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომრის, რეგისტრაციის ადგილის, ხელმოწერის თარიღს და ხელმოწერას; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება; ე) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის და შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 1% ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; ვ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს პეტიციას და 7 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას; ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ზ.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); ზ.დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას; ზ.ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ზ.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით; ზ.თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ზ.ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას. თ) თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 10%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 10 კალენდარული დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით, 5 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე. 3. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ,რეგისტრაციაში გატარებაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 1202 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი მხოლოდ საერთო კრების ოქმზე ხელმოწერის ნამდვილობას ამოწმებს. მუხლი 1204. პეტიციის გამოქვეყნება 1. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას პროაქტიულად, როგორც ელექტრონული ასევე ბეჭდური ფორმით, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. 2. პეტიცია ქვეყნდება ბეჭდური ფორმით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.ელექტრონული ფორმით პეტიცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ან/და მის მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 1205. პეტიციის განხილვისთვის მომზადება 1.120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. მუხლი 1206. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; ბ) პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე; დ) პეტიციის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის გაგზავნის თაობაზე. მსგავს შემთხვევაში, საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი საკითხს გაიტანს ბიუროს სხდომაზე და მუნიციპალიტეტის გამგებელს პეტიცია ეგზავნება საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 3. პეტიციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს. 4. პეტიციის ინიციატორებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა 1 კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ. მუხლი 1207. პეტიციის განხილვა 1. 1206 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. 1206 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში. 3. 1206 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 5. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. მუხლი 1208. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის განხილვასთან დაკავშირებულ განცხადების წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 1271. მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისთვის, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებით „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან: ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს; ბ) დასახლების საერთო კრებას დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე; გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული,მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; დ) საერთო კრების მიერ შეთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული. მუხლი 1272. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულების დამტკიცება; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა; გ) საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა.“ |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 სექტემბრის №45 დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი. |
| მუხლი 3 |
ეთხოვოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკის ფორმის დამტკიცება და დამზადება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები