„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016185
3
22/01/2016
ვებგვერდი, 27/01/2016
010250020.35.109.016185
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2016 წლის 22 იანვარი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2016, საიდენტიფიკაციო კოდი: 010250020.35.109.016178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: 
ა) მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. მოსახლეობის სოციალური სამედიცინო დახმარება“;

ბ) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსახლეობის სოციალური სამედიცინო დახმარება გაიცემა (მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე) და დახმარება განისაზღვრება სამედიცინო სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელ და პაციენტის მიერ გადასახდელი თანხით

ა) 500 ლარი – 100%-ით;

ბ) 500-დან 2000 ლარამდე  – 60% - ით;

გ) 2000-დან 2000 ლარზე ზევით  – 1300 ლარით.“;

გ) მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 4. მოსახლეობის სოციალური ერთჯერადი ფულადი დახმარება“;

დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. (დასახმარებელი თანხა ზარალის მიხედვით განისაზღვროს 300-დან 4000 ლარამდე).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია