„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-6/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016375
01-6/ნ
08/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
470230000.22.035.016375
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-6/ნ

2016 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/05/2014 წ., 470230000.22.035.016261) დამტკიცებულ №1 დანართში (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ფულადი დახმარების მიღების უფლება

1. დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, მაძიებელი/ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და:

ა) 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში − ბავშვები), რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობს ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვი, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება:

ა) ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას, რომელიც იმავდროულად არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების არარსებობის შემთხვევაში, ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას, რომელიც იმავდროულად არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების არარსებობის შემთხვევაში, ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ-ერთ მშობელს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის 150 ლარის ოდენობით (მეორე და მესამე ტყუპების შემთხვევაში ერთ-ერთი ტყუპისცალი).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია და 200 ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი მე-3 ან მომდევნო შვილია (მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში ერთ-ერთ ტყუპისცალს ენიშნება 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მეორეს 200 ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში).“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა);

ბ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი;

გ) მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები;

დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად (საჭიროების შემთხვევაში).“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების საფუძველი  იყო მისამართის ცვლილება (მაღალმთიანი რეგიონიდან სხვა დასახლებაში გადასვლა ან პირიქით), შეჩერებული თვის თანხის ანაზღაურება განხორციელდება ბოლო საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად.“.

4. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ფულადი დახმარების გადაანგარიშება

1. ფულადი დახმარების ოდენობა გადაანგარიშებას ექვემდებარება, თუ:                                   

ა) შეიცვალა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი დახმარების ოდენობები;

ბ) ბენეფიციარმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი (მაღალმთიანი რეგიონიდან გადავიდა სხვა დასახლებაში ან პირიქით) და ახალი მისამართი აკმაყოფილებს დახმარების მიღების პირობებს;

გ) 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვის/ბავშვების შემთხვევაში, ბენეფიციარ(ებ)ის ერთ-ერთმა მშობელმა მოიპოვა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, შესაბამისი დოკუმენტის ძალაში შესვლის ვადიდან, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, მოქალაქის მიერ განცხადებით მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 11. ფულადი დახმარების შეწყვეტა

1. ფულადი დახმარება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის (შესაბამისი წყაროს მითითებით) წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) განცხადებით მიმართვისას განცხადება;

ბ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია;

გ) 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვის/ბავშვების შემთხვევაში, ერთ-ერთი მშობლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტისას - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია;

დ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის  შემთხვევაში, ბენეფიციარის  2 წლის ასაკის შესრულების თვის მომდევნო თვიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია;

ე) ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შემთხვევაში თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია, 1 წლის ასაკის (12 თვე) შესრულების თვის მომდევნო თვიდან, ხოლო თუ ბენეფიციარი მე-3 ან მომდევნო შვილია 2 წლის (24 თვე) ასაკის შესრულების თვის მომდევნო თვიდან თვის დასრულებისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით;

ვ) ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დანიშვნის ადგილის პირობებს განცხადება ან უფლებამოსილი პირის ინფორმაცია;

ზ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

2. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ, ზედიზედ ორი თვის განმავლობაში, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენილი წესით გადამოწმებისას, არ დასტურდება ბენეფიციარის მიმართ დახმარებაზე უფლების განმსაზღვრელი, მათ შორის, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გარემოებები, დახმარება შეწყდება შეჩერების დღიდან, მიუხედავად ოჯახის ბოლო გადამოწმების შემდეგ წარმოშობილი/გაცხადებული გარემოებებისა.

3. შეწყვეტის შემდეგ დახმარების ახლიდან დანიშვნა განხორციელდება საერთო წესით, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო