დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430090000.22.022.017084 |
11/ნ
04/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
430090000.22.022.017084
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის №06/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017079) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:
1. ,,3.2“ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;". 2. ,,3.2“ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. ,,3.2“ პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ.გ“ ქვეპუნქტი: ,,დ.გ) პირს, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სამართალმცოდნეობის, ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით." |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები