დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016602 |
|
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016595, 04/01/2016) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის: ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას (დანართი №22);“; ბ) მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კომპეტენციის ფარგლებში ავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას (დანართი №22);“; გ) მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომპეტენციის ფარგლებში არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათების ფორმის შევსებას (დანართი №22);“; დ) მე-19 მუხლის მე-11 - მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ექვს თვეში ერთხელ, სოციალური განყოფილება პირად საქმეს დაურთავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დახასიათებას (დანართი №22), რომელშიც აისახება მონაცემები მისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. 12. სამინისტროს ადგილობრივ საბჭოში იგზავნება დანართი №22-ის შესაბამისად შევსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დახასიათება. 13. სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შეწყალების საკითხთა კომისიას, მომართვის საფუძველზე, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დადგენილ ვადაში, უგზავნის დანართი №22-ის შესაბამისად შევსებულ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დახასიათებას.“; 2. ბრძანებით დამტკიცებული არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი N22:
„დანართი №22 „ვამტკიცებ“ № პენიტენციური დაწესებულების დირექტორი
„____“ ________ 20____ წ.
დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა
1. სახელი, გვარი, მამის სახელი:
2. დაბადების თარიღი:
3. დაბადების ადგილი:
4. მოქალაქეობა:
5. მსჯავრდებულია:
6. დანაშაულის ხასიათი:
7. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 95-ე მუხლით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის თარიღი:
8. სასჯელის დასაწყისი:
9. სასჯელის დასასრული:
10. წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა:
11. გამოყენებული იქნა თუ არა ამნისტია, შეწყალება, პირობით ვადამდე გათავისუფლება, პირობითი მსჯავრი, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა: გამოყენების შემთხვევაში მათი შედეგები
12. დაეკისრა თუ არა დამატებითი სასჯელები:
13. აუნაზღაურდა თუ არა დაზარალებულს ზიანი (ასეთი ინფორმაციის არსებობისას):
სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ინსპექტორი/ინსპექტორი __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
14. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებამდე:
15. სად იცხოვრებს გათავისუფლების შემდეგ:
16. სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმ ტერიტორიული ორგანოს - პრობაციის ბიუროს დასახელება (მისამართი), სადაც იგი გამოცხადდება პირობით ვადამდე გათავისუფლების შემდეგ:
17. დაზარალებულის პოზიცია (თანხმობა) მსჯავრდებულის მიმართ (ასეთი ინფორმაციის არსებობისას):
18. განათლება, პროფესია, უნარები (დაწესებულებაში მოხვედრამდე და შემდეგ, დამოკიდებულება სწავლის მიმართ, გონებრივი შესაძლებლობები, დამოკიდებულება დასაქმების მიმართ/გამოცდილება):
19. ოჯახური მდგომარეობა - (მატერიალურ-სოციალური, დამოკიდებულებები მსჯავრდებულსა და ოჯახის წევრებს შორის, შვილების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და შრომისუუნარო წევრების არსებობა, ოჯახის სოციალური თანადგომის ქსელი):
20. სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში ჩართულობა (დასაქმება, პროფესიული, სახელობო, ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო, სპორტული, კულტურული ღონისძიებები):
21. მსჯავრდებულის მოტივაცია ცვლილებისკენ - (მზაობა თვითგანვითარებისა და შეცვლისაკენ, სამომავლო გეგმები, უნარები):
22. დამატებითი ინფორმაცია/კომენტარი:
სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
23. პიროვნული რისკ-ფაქტორები (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ.):
24. დამცავი ფაქტორები (ქცევის შეცვლის მოტივაცია, სოციალური მხარდაჭერის არსებობა/არარსებობა და მისი გავლენა):
25. დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ (რამდენად ახდენს დანაშაულისა და მისი შედეგების გააზრებას? როგორ აფასებს განხორციელებულ ქმედებასა და მის შედეგებს?):
26. დამატებითი ინფორმაცია/კომენტარი:
სოციალური განყოფილების ფსიქოლოგი __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
27. სასჯელის მოხდის პერიოდში გამოყენებული დისციპლინური სახდელი, წახალისება (გამოყენების დრო, მიზეზი, გამოყენებული სახდელის/წახალისების სახე):
28. ინფორმაცია მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ (პენიტენციური დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნების, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება):
29. მსჯავრდებულის ქცევა დაწესებულებაში (მსჯავრდებულის ურთიერთობა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში):
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
№ პენიტენციური დაწესებულების დირექტორი __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები